Back კონფერენცია „2016 წლის საპარლამენტო არჩევნები: მიღებული გამოცდილება და მომდევნო ნაბიჯები“

თბილისი, საქართველო | 2017 წლის 13 მარტი
კონფერენცია „2016 წლის საპარლამენტო არჩევნები: მიღებული გამოცდილება და მომდევნო ნაბიჯები“

ევროპის საბჭო, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში,  და საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, 2017 წლის 13 მარტს თბილისში მართავენ კონფერენციას „2016 წლის საპარლამენტო არჩევნები: მიღებული გამოცდილება და მომდევნო ნაბიჯები“. მსგავსი სახის კონფერენციები ჩატარდა 2012 წლის საპარლამენტო, 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მიღებული გამოცდილების განხილვა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების ჭრილში და საარჩევნო პროცესის შემდგომი გაუმჯობესების შესახებ მსჯელობა. კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ განიხილონ არჩევნების გამართვაში მიღწეული პროგრესი წინა წლების არჩევნების ფონზე და იმსჯელონ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოსალოდნელი გამოწვევების შესახებ.  

კონფერენცია გაიმართება 10:00 საათზე სასტუმრო თბილისი მარიოტში გახსნიან  კრისტიან ურსე, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, მონიკა აზიმი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი, და თამარ ჟვანია, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის წევრები და მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები, ასევე პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო საზოგადოების, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

34 ილია ჭავჭავაძის გამზირი

0179, თბილისი, საქართველო

ტელ: +995 322913870

 

საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი

7 ნიკო ნიკოლაძის ქუჩა

0118, თბილისი, საქართველო

ტელ:  +995 322999309

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page