Back ქართული ფილმის დიდი წარმატება სარაევოს კინოფესტივალზე

ქართველებისა და ფრანგების ერთობლივმა ნამუშევარმა, ფილმმა „პატარძლები“, და ფილმის წამყვანმა მსახიობმა მარი კიტიამ სარაევოს 2014 წლის კინოფესტივალზე 2 პრიზი მოიპოვა.

ფილმმა ჟიურის ასეთი შეფასება მიიღო:

ჟიურის სპეციალური პრიზი
პატარძლები
რეჟისორი : თინათინ ყაჯრიშვილი (საქართველო, საფრანგეთი)

დახვეწილი კინემატოგრაფიული მიდგომისთვის ისეთი რთული საკითხებისადმი, როგორებიცა განშორება, ტანჯვა, იმედი და სასოწარკვეთა. მშვიდი და თანაბარ-რიტმული თხრობა, რომელიც ლამაზად იშლება ციხის კედლებით შეზღუდული სიყვარულის უმცირესი დეტალების ირგვლივ.

ჯილდო-სარაევოს გული საუკეთესო მსახიობისთვის
მარი კიტია („პატარძლები“/საქართველო, საფრანგეთი)

რთული როლის სიძლიერითა და ღირსებით შესრულებისთვის. მისი თამაში სიტუაციის სრულად აღქმის შესაძლებლობას გვაძლევს. იგი ამას საჩვენებლად არ აკეთებს, უბრალოდ, მისი გმირის სამყაროში ცხოვრებას ახერხებს.

სარაევოს კინოფესტივალი პირველად 1995 წელს, ბოსნიის დედაქალაქის ალყის დასასრულს ჩატარდა. იგი მიზნად რეგიონული კინოსა და ავტორების მხარდაჭერას ისახავს. წელს ფესტივალი 15-დან 23 აგვისტომდე გრძელდებოდა. ფესტივალის ფარგლებში  მოხდა აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპელი ახალგაზრდა რეჟისორების მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმების და დამოუკიდებელი ნამუშევრების ჩვენება. ფესტივალი პრესტიჟულ პროფესიულ პლატფორმას წარმოადგენს რეგიონში და მას ევროპის საბჭო აქტიურად უჭერს მხარს. ის თემატიკა, რომელსაც საკონკურსო ნამუშევრებში ვხვდებით, ხშირად ეხმაურება ევროპის საბჭოს ღირებულებებს. ბევრი მათგანის თანადაფინანსება ხდება ევროპის საბჭოს „ევროიმიჯის“ მეშვეობით, რომელიც ევროპული კინოს მხარდამჭერ ფონდს წარმოადგენს.

სარაევოს რიგით მე-20 კინოფესტივალის ამსახველი ფოტო გალერეა 

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge