Back ევროპის საბჭომ ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ევროპული დიპლომი გადასცა

2015 წლის 3 ივნისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს დაცული ტერიტორიების ევროპული დიპლომი გადასცა.  აღნიშნული დაცული ზონა თავის მხრივ   ხუთ ტერიტორიას მოიცავს,  კერძოდ: ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი, ვაშლოვანის ეროვნული პარკი, ტახტი-თეფას ალაზნის ჭალის ტყე, ტახტი-თეფას ბუნებრივი ძეგლი და არწივის ხეობა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა წინამდებარე რეზოლუციაში  აღიარა ამ ტერიტორიების ევროპული მნიშვნელობა მათი შესანიშნავი ლანდშაფტის, განსაკუთრებული გეოლოგიური მახასიათებლების, მდიდარი და მრავალფეროვანი ფლორისა და ფაუნის, მათ შორის იშვიათი სახეობების და ევროპული ბიომრავალფეროვნებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ეკოსისტემების არსებობის გამო.    

აღნიშნული ტერიტორიები მინისტრთა კომიტეტმა 2020 წლის 3 ივნისამდე ევროპის საბჭოს პატრონაჟის ქვეშ შემდგომი ორი პირობით აიყვანა: 

  1. 2015 წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის უშუალო საზღვართან მდებარე თავშესაფრების გადატანა და ნაკრძალში არსებული საძოვრების შესახებ მარეგულირებელი ნორმების მკაცრი აღსრულება;  
  1. დაჩქარდეს საძოვრების მართვის ამომწურავი და მდგრადი გეგმის პროექტის შემუშავება, სოციო-ეკონომიკური ფონის და საძოვრებად ტერიტორიების გამოყენების, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი ზეგავლენა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების გრძელვადიანი შენარჩუნების კუთხით. პროექტი 2016 წლის ბოლომდე უნდა წარედგინოს ევროპული დიპლომის სპეციალისტებს და იგი უნდა ითვალისწინებდეს ალტერნატიულ საძოვრებს იმ ტერიტორიებიდან გონივრულ მანძილზე მოშორებით გადატანას, რომელთა გამოყენებაც ამ დანიშნულებით აკრძალულია.  მინისტრთა კომიტეტმა ასევე მოუწოდა საქართველოს  დიპლომის მთელს ტერიტორიაზე არსებული საძოვრების შესახებ მარეგულირებელი ნორმების დაუყოვნებლივ აღსრულებისაკენ და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების საძოვრებად გამოყენების შესაძლებელ დონემდე შეზღუდვისაკენ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლებას ასევე შვიდი რეკომენდაცია მისცა. იხილეთ რეზოლუციის სრული ტექსტი შესაბამისი რეკომენდაციებით შემდეგ ბმულზე

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge