„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების“ პროექტის მიზანია სკოლის ინსტიტუციური გაძლიერება, რაც მიიღწევა ახალი კურიკულუმების და მოდულების განვითრების, საჭიროებებზე დამყარებული ტრენინგების ჩატარების და სტაჟირების პროგრამის შინაარსის დახვეწის შედეგად.  პროექტი დაფინანსებულია ბულგარეთის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, სლოვაკეთის და შვედეთის მიერ განხორციელებული შემოწირულობებით, საქართველო-ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ქვეშ.

პროექტის შესახებ:

პროექტი 2016 წლის ნოემბერში დაიწყო და მისი მიზნებია:

  • იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება იმისთვის, რომ სკოლამ შეძლოს მაღალი ხარისხის ტრენინგების ჩატარება მოსამართლეების და სასამართლოს თანამშრომლებისთვის;
  • სასწავლო პროგრამის განახლება, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს No(2003)4 რეკომენდაციის მიზნებთან;
  • სამოსამართლო კანდიდატების საწყისი სწავლების დროს სტაჟირების პროგრამის სტრუქტურის და დიზაინის დახვეწა და მისი დანერგვის გაუმჯობესება.
პროექტის პარტნიორები:

მთავარი პარტნიორია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლა.

პროექტი დამატებით თანამშრომლობს მართლმსაჯულების სფეროში მოღვაწე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და დონორ ორგანიზაციებთან.

პროგრამის სიახლენი

Back შემოწირულობა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ბიბლიოთეკისთვის

შემოწირულობა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ბიბლიოთეკისთვის

2017 წლის 24 ნოემბერს, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, კრისტიან ურსე, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლას ეწვია.  ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების  პროექტის საბოლოო ფაზის განხორციელების განხილვა სკოლის დირექტორთან, ლაშა მაღრაძესთან ერთად და ამასთანავე პროექტის ფარგლებში სკოლის ბიბლიოთეკისთვის შეძენილი წიგნების გადაცემა.

წიგნები მოიცავდა პუბლიკაციებს ეროვნულ და საერთაშორისო სამართლის სხვადასხვა საკითხებზე, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე და ასევე კომუნიკაციაზე, ლიდერობასა და სხვა პროფესიულ უნარებზე. 

როგორც იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა, ლაშა მაღრაძემ განაცხადა: „ წიგნების სია ისე იყო შედგენილი რომ ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში შემუშავებული  სასწავლო მოდულების განვითარების პროცესი დასრულებულიყო. აღნიშნული დამატებითი ლიტერატურა   წარმოადგენს განახლებულ ინფორმაციაზე წვდომის წყაროს როგორც ტრენერებისთვის და ასევე- ტრენინგის მონაწილეებისთვის“.

აღნიშნული შემოწირულობა განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ბულგარეთის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, სლოვაკეთის, ლიტვის და შვედეთის მიერ განხორციელებული შემოწირულობებით, საქართველო-ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ქვეშ.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge