Back მხარს ვუჭერთ საკონსტიტუციო სასამართლოს ელექტრონული სამართალწარმოების გაუმჯობესებას COVID - 19 -ის კრიზისის დროს

მხარს ვუჭერთ საკონსტიტუციო სასამართლოს ელექტრონული სამართალწარმოების გაუმჯობესებას COVID - 19 -ის კრიზისის დროს

ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის მხარდაჭერით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აგრძელებს გაუმჯობესებული ელექტრონული სამართალწრამოების სისტემის შეთავაზებას, რაც შესაძლებელს ხდის მომხმარებლისთვის ყველა საჭირო საქმის შესახებ ინფორმაციაზე წვდომას. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს სასამართლოსა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციის გამარტივებას არსებული ხარვეზების აღმოფხვრითა და საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი რეგლამენტიდან გამომდინარე საჭიროებების შესაბამის პროგრამული მოდულებში ასახვით.

  • საკვანძო ასპექტია სასამართლოს მიერ შეთავაზებული ელექტრონული სამართალწარმოების სტაბილურობისა და საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია #COVID -19 - ის კრიზისის დროს, როდესაც ელექტრონული გადაწყვეტილებები შესაძლოა ერთადერთი გზა იყოს მართლმსაჯულების მისაწვდომობაზე.

„გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის დიდი მნიშვნელობის პროექტი, რომელიც არსებითად გაამარტივებს საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს როგორც მხარეებისთვის, ასევე სასამართლოსთვის, ხოლო სასამართლო აქტების განახლებული ელექტრონული ბაზა ხელს შეუწყობს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ცნობადობის გაზრდას პროფესიულ წრეებსა და ფართო საზოგადოებაში, - აღნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე.

საკონსტიტუციო სასამართლომ პირველად ელექტრონული სამართალწარმოების სისტემა საზოგადოებას 2020 წლის იანვარში ევროკავშირის სასამართლოს პროექტის „EU4Justice” მხარდაჭერით გააცნო. სისტემა სასამართლოს მომხმარებლებს აძლევს საშუალებას გაეცნოს საქმის მასალებსა და კომუნიკაცია ელექტრონულ რეჟიმში აწარმოოს.

ღონისძიება მხარდაჭერილია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტისსასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება და ადვოკატთა პროფესიონალიზმის ამაღლება საქართველოში”, რომელიც ხორციელდება პროგრამაპარტნიორობა კარგი მმართველობისთვისფარგლებში.

ბათუმი,საქართველო 18 მაისი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
პროექტის მიზანი

სასამართლო სისტემისა და ადვოკატთა ასოციაციის ქმედითობის, ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის ამაღლება საკანონმდებლო გარანტიების განმტკიცებით, მმართველობის პრაქტიკისა და სასწავლო შესაძლებლობათა მხარდაჭერით, ასევე, სასამართლო სისტემის შიგნით საქმისწარმოების პროცედურებისა და მენეჯმენტის პრაქტიკის გაუმჯობესებით.

პროექტის განხორციელების გზები
  • ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოებისა და მისი წევრი სახელმწიფოებისგან სამართლებრივი ანალიზის მიღება, საქმიანი კავშირების დამყარება და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება;
  • CEPEJ-ის ინსტრუმენტების, რეკომენდაციების, მეთოდოლოგიისა და პრაქტიკული რჩევების გამოყენებით, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანობისა და ხარისხის გაუმჯობესება;
  • მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება  სახელმწიფო ორგანოებთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან, აკადემიურ წრეებსა და პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
  • პროექტის ფარგლებში მხარდაჭერილი ცვლილებების ინსტიტუციონალიზაციის გზით, შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფა;
  • PGG პროგრამის პირველი ეტაპის (2015-2018) ფარგლებში მართლმსაჯულების სფეროში მიღწეული შედეგების
მოსალოდნელი შედეგები

What do we expect to achieve? - professionalism of lawyers

  • მოსამართლეთა დანიშვნის, შეფასების, დაწინაურებისა და ანგარიშვალდებულების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები გადახედილია და შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს;
  • სასამართლოს სერვისების ხარისხი გაუმჯობესებულია CEPEJ-ის ინსტრუმენტების გამოყენებისა და მოსამართლეებისა თუ სასამართლოს თანამშრომლების გადამზადების შედეგად;
  • სასამართლოს მომხმარებლები სარგებლობენ სასამართლო სისტემის ფუნქციონირების გაზრდილი ეფექტიანობით, ანგარიშვალდებულებითა და გამჭვირვალობით;
  • საკონსტიტუციო სასამართლო უფრო ეფექტიანად მუშაობს;
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაუმჯობესებულია პროფესიაში შესასვლელი ადაპტაციის პროგრამა, ხოლო მისი წევრები სარგებლობენ გაუმჯობესებული განგრძობადი განათლების პროგრამებით.
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
პროექტის ხანგრძლივობა
პროექტი დაიწყო 2019 წლის 1 ნოემბერს და გრძელდება 2023 წლის 1 მარტამდე.
პროექტის ღირებულება
  • პროექტის სრული ბიუჯეტია 1,220,000 ევრო.
  • ბიუჯეტის 80%-ს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო 20%-ს - ევროპის საბჭო. პროექტს ახორციელებს ევროპის საბჭო.
საკონტაქტო ინფორმაცია

საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატი. კერძოდ, მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის სასამართლო რეფორმის სამმართველო, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისთან ერთად.

პროექტის ოფიცერი
უშანგი ბახტაძე