საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მხარდამჭერი პროგრამა მიზნად ისახავს საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესობის პროცესის ხელშეწყობას, ადგილობრივი არჩევნებზე სადამკვირებლო ორგანიზაციების დახმარებას მათი მონიტორინგის ანგარიშების გაუმჯობესების მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საექსპორტო დახმარების გაწევას, სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო მონაწილეების ჩართულობით მაღალი დონის კონფერენციების ორგანიზებას, მედიის მიერ საარჩევნო პროცესების პროფესიული და მიუკერძოებელი გაშუქების პროცესის ხელშეწყობას, ამომრჩეველთა ცნობიერების გაზრდას საარჩევნო პროცესების სხვადასხვა ასპექტების შესახებ და არჩევვნებში ახალგაზრდა ამომრჩევლების მონაწილეობის გაზრდას, არჩევნებში ქალი კანდიდატების  და ქალი ამორჩევლების მონაწილეობის გაზრდას.

პროგრამის სიახლენი

Back პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფის ღონისძიებები განიხილეს თბილისში გამართულ სემინარზე

პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფის ღონისძიებები განიხილეს თბილისში გამართულ სემინარზე

2019 წლის 5 დეკემბერს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა და პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლებმა იმსჯელეს ქალთა პოლიტიკური გაძლიერებისთვის საჭირო პრაქტიკულ ნაბიჯებზე.

სემინარი გახსნეს კრისტიან ურსემ, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში და თამარ ჟვანიამ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტებმა მონაწილეებს გააცნეს ევროპის საბჭოს სტანდარტები გენდერული თანასწორობის შესახებ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა მეტად დაბალანსებული მონაწილეობის უზრუნველსაყოფად არსებული ინსტრუმენტები. მათ ასევე წარმოადგინეს რეკომენდაციები პარტიის პოლიტიკის შემუშავებისას გენდერულად მგრძნობიარე მიდგომის შენარჩუნების გზებზე.

ზურაბ ხრიკაძემ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა და ცესკოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავჯდომარემ, ისაუბრა ქალთა პოლიტიკური გაძლიერებისთვის ცესკოს სტრატეგიასა და არსებულ პრაქტიკაზე. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ ხელმძღვანელმა, ელენე რუსეცკაიამ, მიმოიხილა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის ქართული გამოცდილება.

პოლიტიკურ პარტიათა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ერთობლივად განიხილეს სოციალური თანასწორობის, გამჭვირვალე საჯარო ადმინისტრირების, შიდაპარტიული დემოკრატიის პრინციპები და ქალთა განყოფილებების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებები.

სემინარი ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკის რეფორმა საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით.

5 დეკემბერი 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
2017 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის დაგეგმილი საქმიანობა

არასამთავრობო ორგანიზაცია ‘ ადამიანის უფლების სწავლებებისა და მონიტორინგის ცენტრის’ დაფინანსება არჩევნებში მონაწილე ქალი კანდიტატებისთვის ტრენინგების ჩატარების მიზნით, რათა გაიზარდოს საარჩევნო პროცესებში მათი კონკურენტუნარიანობა, საშინაო პოლიტიკაში მათი ჩართულობის გაზრდა და მათი უფლებების დაცვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებთნ მუშაობას.

ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობის გზით საერთაშორისო ექსპერტის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის საარჩევნო დავების განხილვის თემატიკის შესახებ ტრეინგების ჩატარება.

მაღალი დონის პოსტ-საარჩევნო კონფერენციის ორგანიზება სადაც განხილული იქნება ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების დროს გამოვლენილი მიღწევები და პრობლემები და შემუშავებული იქნება რეკომენდაციები შემდგომი არჩევნებისთვის.

ვიდეოში წარმოდგენილია სხვადასხვა თემის საკრებულოს ქალი წევრები, რომლებმაც მანდატები 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებში გამარჯვების შედეგად მოიპოვეს . ეს ქალი კანდიდატები მონაწილეობდნენ პროექტში ‘ 2014 წლის ადგილობრივი არჩევნები- ქალი კანდიდატების და არჩეეული წევრების უნარ-ჩვევების გაზრდა’ რომელიც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ განხორციელდა შვეიცარიის კონფედერაციის და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით.

ქალების მზარდი როლი ქართულ პოლიტიკაში

ევროპის საბჭოს ტელე-ჟურნალი ადგილობრივი ხელისუფლების ქალ წარმომადგენლებზე საქართველოდან