Back ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, მოითხოვოს ვენეციის კომისიის დასკვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, მოითხოვოს ვენეციის კომისიის დასკვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით

საქართველოს მონიტორინგის საკითხებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების, ტიტუს კორლატეანისა (რუმინეთი) და კლოდ კერნისათვის (საფრანგეთი) ცნობილი გახდა მმართველი უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას ეხება. 

„ჩვენს წინა განცხადებებში მუდმივად მივმართავდით საქართველოს ხელისუფლებას, შეეცვალათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის სამართლებრივი ჩარჩო, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, რათა აღმოფხვრილიყო ხარვეზები, რაც ბოლო შერჩევის პროცესში გამოჩნდა“, - ნათქვამია განცხადებაში. 

„ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების სურვილს, შეიტანოს ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში და ხაზს ვუსვამთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულყოფილად შესრულების მნიშვნელობას, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების ნდობას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მიმართ - აქედან გამომდინარე კი, საბოლოოდ, თავად ამ მნიშვნელოვანი ინსტიტუციის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართ. ამდენად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოითხოვოს ვენეციის კომისიის დასკვნა შემოთავაზებულ ცვლილებებზე, სანამ მათ მიიღებს“, - აცხადებს ორივე თანამომხსენებელი. 

თანამომხსენებლები შემდეგი ანგარიშის წარდგენას საქართველოს შესახებ  2021 წლის დასაწყისში გეგმავენ.
 

სტრასბურგი, საფრანგეთი 18 სექტემბერი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page