2025 წლის 7 ნოემბერს ევროპის საბჭომ და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცესში ეროვნული ინსტიტუტების ხარისხისა და როლის გაძლიერების მიზნით. სამუშაო შეხვედრა მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ახალი პრაქტიკული სახელმძღვანელოს შემუშავების პროცესში, რომელიც ხელს შეუწყობს სახალხო დამცველის აპარატს, მოამზადოს მაღალი ხარისხის და მტკიცებულებებზე დაფუძნებული კომუნიკაციები ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში წარსადგენად.
შეხვედრაზე განხილული იქნა არსებული პრაქტიკა და გამოწვევები, რომელთა საფუძველზე შემუშავდება ზემოხსენებული სახელმძღვანელო. შეხვედრის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა გააზიარეს კომუნიკაციების მომზადების გამოცდილება, მათ შორის — თემატური ქვედანაყოფების როლი ინფორმაციის შეგროვებაში.
სამუშაო შეხვედრაზე მიღებული ცოდნა და რეკომენდაციები პირდაპირ აისახება მომავალ სახელმძღვანელოში, რომლის მიზანია სახალხო დამცველის აპარატის როლის კიდევ უფრო გაძლიერება გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში.
ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის — „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში.




