Back ალტერნატიული/ჩრდილოვანი ანგარიშების მომზადება ევროპის სოციალური ქარტიის მონიტორინგის სისტემის ფარგლებში

ალტერნატიული/ჩრდილოვანი ანგარიშების მომზადება ევროპის სოციალური ქარტიის მონიტორინგის სისტემის ფარგლებში

29 და 30 მაისს, ევროპის საბჭოს პოექტმა „სოციალური და ეკონომიკური უფლებების განმტკიცება საქართველოში“ სამუშაო შეხვედრა გამართა სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის და რელევანტური სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლებისათვის. შეხვედრა მიზნად ისახავდა მონაწილეებისთვის ევროპის სოციალური ქარტიის ფარგლებში ალტერნატიული/ჩრდილოვანი ანგარიშების მომზადების პროცედურული საკითხების გაზიარებას. წელს სოციალურ უფლებათა ევროპულმა კომიტეტმა ე.წ. ad hoc ანგარიში მოითხოვა ცხოვრების ხარჯების კრიზისთან დაკავშირებით. შესაბამისად, სამუშაო შეხვედრა ევროპული სოციალური ქარტიის ფარგლებში ალტერნატიული/ჩრდილოვანი ანგარიშგების პროცედურული ასპექტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას დაეთმო. ასევე დეტალურად იქნა განხილული ცხოვრების ხარჯების თავისებურებები.

ევროპის სოციალური ქარტია ევროპის საბჭოს კონვენციაა, რომელიც განამტკიცებს სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს, ხოლო მისი შესრულების თაობაზე ანგარიშგების პროცედურა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ქარტიასთან შესაბამისობის მონიტორინგისთვის, რომელსაც სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტი ახორციელებს.

შეხვედრაზე ევროპის საბჭოს ადგილობრივმა კონსულტანტმა, მიმოიხილა ევროპის სოციალური ქარტიის ფარგლებში ანგარიშების მომზადების პროცედურა. შეხვედრის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა საერთაშორისო კონსულტანტის მიერ წარმოდგენილი ანალიზი. მან მონაწილეებს დეტალურად გაუზიარა ცხოვრების ხარჯების კრიზისთან დაკავშირებით მოთხოვნილი საკითხები, მათი სპეციფიკა და შესაბამისი ინფორმაციის მოძიების საუკეთესო პრაქტიკები.

დისკუსიის დროს მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მსგავსი აქტივობების ორგანიზების აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა ინსტიტუტების მიერ ეფექტიანი და ყოვლისმომცველი ალტერნატიული ანგარიშების მომზადებას. მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა ასევე განიხილეს აპარატის საჭიროებები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

შეხვედრა ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტისსოციალური და ეკონომიკური უფლებების განმტკიცება საქართველოშიფარგლებში. პროექტი წარმოადგენს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წწ სამოქმედო გეგმის ნაწილს.

თბილისი, საქართველო 29-30 მაისი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge