Back ვენეციის კომისიამ ახალი მოსაზრებები გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ ახალი მოსაზრებები გამოაქვეყნა

15 და 16 დეკემბერს გამართულ სესიებზე, ვენეციის კომისიამ, ევროპის საბჭოს სამეთვალყურეო ორგანომ საკონსტიტუციო საკითხებზე, რვა მოსაზრება და amicus curiae დოკუმენტი განიხილა სომხეთის, საქართველოს, კოსოვოს, მოლდოვის რესპუბლიკასა და უკრაინასთან მიმართებით.

მათ შორის, კომისიამ, საქართველოსთან მიმართებით, შემდეგი მოსაზრებები დაამტკიცა: „კორუფციასთან ბრძოლის შესახებ“ კანონში ანტიკორუფციული ბიუროს თაობაზე შესაბამის დებულებებზე მოსაზრება, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონსა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თაობაზე არსებულ დებულებებზე  მოსაზრება და ვენეციის კომისიის და ODIHR-ის ერთობლივი მოსაზრება საარჩევნო კოდექსსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტის შესახებ

დამტკიცებული მოსაზრებები 

 

ვენეცია, იტალია 19 დეკემბერი, 2023 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge