გაქვთ გამოცდილება პროექტების განხორციელებაში? ხართ მოტივირებული და გაინტერესებთ მონაწილეობითი დემოკრატია, მრავალდონიანი მმართველობისა და ადამიანის უფლებების საკითხები? გსურთ იმუშაოთ დინამიურ და კრეატიულ გუნდში? თუ ასეა, ეს ვაკანსია შეიძლება თქვენთვის საინტერესო იყოს.
პროექტი „მონაწილეობითი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში“ ეძებს:
პროექტის უფროს ოფიცერს
და
პროექტის ოფიცერს
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 12 დეკემბერი (შუაღამე, ცენტრალური ევროპის დროით).
აღნიშნული პოზიციით დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა (პროექტის ოფიცერი / პროექტის უფროს ოფიცერს) ინგლისურ ენაზე, მიუთითოთ ყველა შესაბამისი დეტალი, განმარტოთ რატომ ხართ ამ როლისთვის საუკეთესო კანდიდატი და გამოგვიგზავნოთ შევსებული ფორმა (PDF ფორმატში) შემდეგ მისამართზე: [email protected].