საქართველოში მოღვაწე იურისტებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის სოციალური ქარტიის (ESC), მისი აღსრულების მექანიზმებისა და ეროვნულ შრომის კანონმდებლობაში მისი ინტეგრაციის შესახებ ყოვლისმომცველ ტრენინგში. ტრენინგი მოიცავდა ძირითად სოციალურ უფლებებს, შესაბამის პრეცედენტულ სამართალს, სამართლებრივი თარგმანის სირთულეებს და შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის საკითხებს, საქართველოს სამართლებრივი ჩარჩოსა და მისი ქარტიის სტანდარტებთან შესაბამისობის კონტექსტში.
მონაწილეებმა გაიუმჯობესეს ცოდნა და უნარები, რომლებიც აუცილებელია ევროპის სოციალური ქარტიის დებულებების ანალიზისთვის, HUDOC-ისა და მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენებით სამართლებრივი კვლევის ჩასატარებლად და იმის შესაფასებლად, თუ რამდენად კარგად ასახავს საქართველოს კანონმდებლობა ევროპის სოციალური ქარტიის სტანდარტებს.
ტრენინგს ერთობლივად უძღვებოდნენ სერგი ჯორბენაძე, იურიდიული განათლების, არბიტრაჟისა და კონსულტაციის სფეროში ადგილობრივი ექსპერტი, და მარიუს ბარტნინკასი, შრომის სამართალში სპეციალიზირებული და ევროპის სოციალური ქარტიის სიღრმისეული ცოდნის მქონე საერთაშორისო ექსპერტი.
თეორიულ ცოდნასთან ერთად, ტრენინგის მონაწილეებმა პრაქტიკული სავარჯიშოებისა და სამართლებრივი დოკუმენტების შედგენაში მიიღეს მონაწილეობა. ამ ყოველივემ კი ხელი შეუწყო მათი კრიტიკული აზროვნების განვითარებას, რათა უფრო ეფექტურად გამოიყენონ ევროპის სოციალური ქარტიის პრინციპები სამართლებრივ და პოლიტიკურ ჩარჩოებში.
ტრენინგის შედეგად, დაახლოებით 40 იურისტი საქართველოში ახლა უკეთ არის აღჭურვილი მოქალაქეების სოციალური უფლებების უფრო ეფექტურად დაცვისთვის, ევროპის სოციალური ქარტიისა და შესაბამისი პრეცედენტული სამართლის სფეროში გაღრმავებული ცოდნის გამოყენებით.
სამუშაო შეხვედრა ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების განმტკიცება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი წარმოადგენს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წწ სამოქმედო გეგმის ნაწილს.




