2025 წლის 29 ივნისს, საქართველოს ეროვნული სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის გაიმართა ქცევით მეცნიერებაზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენების შესახებ ინტერაქტიული და პრაქტიკული ტრენინგი. ტრენინგში მონაწილეობდნენ საქართველოს პროკურატურის სასწავლო ცენტრისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები.
სასწავლო სესიის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს კოგნიტიური მიკერძოებების ზეგავლენა სამართლიან და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებების მიღებაზე. მონაწილეებმა, ასევე, იმსჯელეს თუ როგორ უწყობს ხელს მოსამართლეების, პროკურორებისა და ადვოკატების ცნობიერების ამაღლება მიკერძოებების შესახებ უფრო ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას.
ტრენინგი მიზნად ისახავდა ქცევითი მეცნიერების ინტეგრაციას სასამართლო და საპროკურორო გადაწყვეტილებების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს უფრო გამჭვირვალე, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას.
ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის „ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ხელშეწყობა საქართველოში“ – ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველო-ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.




