2025 წლის 30 ივნისს, საქართველოს ეროვნული სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის გაიმართა ტრენინგი ტრენინგის გავლენის შეფასების შესახებ. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პროკურატურის სასწავლო ცენტრისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებმა.
ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს შეფასების სხვადასხვა მოდელი, შეფასების ჩატარების ინსტრუმენტები როგორც სწავლების მიმდინარეობისას, ისე მისი დასრულების შემდეგ, ასევე შედეგების დამუშავებისა და შეფასების მიგნებების განხორციელების მიდგომები.
ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეთა შესაძლებლობების გაძლიერება ეფექტიანი შეფასების მეთოდოლოგიების შექმნისა და გამოყენების კუთხით, რათა უკეთ განხორციელდეს პროფესიული სასწავლო აქტივობების აქტუალურობის, ხარისხისა და გრძელვადიანი გავლენის შეფასება.
ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის „ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ხელშეწყობა საქართველოში“ – ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველო-ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.




