2025 წლის 1–2 ივლისს პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის ტრენინგი გაიმართა, რომელიც შეეხებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებასა და სამართალწარმოების განახლებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე.
ტრენინგზე განხილულ იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმეების ხელახალი გამოძიების მექანიზმი, როგორც სახელმწიფოს მიერ წარსულში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევების გამოსწორების ერთ-ერთი გზა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა მონაწილეების ცოდნის გაღრმავებას სახელმწიფოს ვალდებულებების შესახებ, სრულად აღასრულოს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და უზრუნველყოს შიდა სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების გამოსწორების მიზნით.
ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის „ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ხელშეწყობა საქართველოში“ – ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველო-ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.




