2025 წლის 25–26 ნოემბერს, თბილისში გაიმართა ორდღიანი ტრენინგი თემაზე „ქცევითი მეცნიერების გამოყენება სამართლებრივ გადაწყვეტილებების მიღებისას“. ღონისძიება წარმოადგენდა 2025 წლის ივნისში ჩატარებული ტრენინგის გაგრძელებას და მიზნად ისახავდა ქცევითი მეცნიერებების ელემენტების ინტეგრირებას სამართლებრივ პრაქტიკაში. ტრენინგში მონაწილეობდნენ საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები.
მონაწილეებმა განიხილეს, თუ როგორ ახდენს გავლენას ქცევითი მეცნიერებების ფენომენი, მათ შორის, მიკერძოებები, კოგნიტიური გადატვირთვა და შეზღუდული რაციონალობა, სამართლებრივ დასაბუთებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. პროგრამის ერთი ნაწილი დაეთმო ქცევით მეცნიერებაზე დაფუძნებული ჩექლისტის გამოყენებას, რომელიც მიზნად ისახავდა თანმიმდევრული და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობას, განსაკუთრებით კი აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებულ საქმეებში.
მონაწილეებმა მაღალი დაინტერესება გამოხატეს მიღებული ცოდნისა და უნარების ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირების მიმართ. მათ ხაზი გაუსვეს ინტერდისციპლინარული მიდგომების მნიშვნელობას სამართლებრივი პროცესების ხარისხის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებებთან შესაბამისობის გაუმჯობესების კონტექსტში.
ტრენინგი ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის – „ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა საქართველოში“ – ფარგლებში.




