Back საქართველოში პომპიდუ ჯგუფის პირველი პროექტის დახურვის ღონისძიება გაიმართა

საქართველოში პომპიდუ ჯგუფის პირველი პროექტის დახურვის ღონისძიება გაიმართა

2023 წლის 18 დეკემბერს პომპიდუ ჯგუფმა მნიშვნელოვანი ეტაპი აღნიშნა  მისი პირველი პროექტის - „ნარკოტიკების მხარდამჭერი ქსელის განვითარება მშობლებისთვის და პროფესიონალებისთვის საქართველოში“, დახურვის ცერემონიით.

ღონისძიებაზე შეიკრიბნენ სხვადასხვა სამინისტროების, სახელმწიფო ინსტიტუტების, სააგენტოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიის წარმომადგენლები. პარტნიორებმა დამსწრე საზოგადოებას პროექტთან 18-თვიანი თანამშრომლობის მთავარი მიღწევები  გაუზიარეს.  

პომპიდუ ჯგუფის აღმასრულებელმა მდივანმა, ბატონმა დენის უბერმა მისასალმებელ სიტყვაში მიულოცა საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება. შემდგომი პრეზენტაციები პროექტის ძირითად შედეგებსა და აქტივობებს დაეთმოთ, როგორიცაა პოზიტიური მშობლობის პროგრამის და მისი შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება, პრევენციის შესახებ რეგიონული ტრენინგების კასკადი, ონლაინ თვითშეფასების კითხვარი - DUDIT-ის ადაპტაცია, პრაქტიკული გზამკვლევი ფსიქიკური ჯანმრთელობის აქტუალურ საკითხებზე და სხვა. გარდა ამისა, შეხვედრაზე იმსჯელეს პროექტის განმავლობაში გამოვლენილი გამოწვევების შესახებ და იმ შესაძლებლობებზე, რამაც გზა გაუხსნა სხვადასხვა აქტორებსა და სააგენტოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

ღონისძიებაზე აღინიშნა ის ერთობლივი ძალისხმევა, რაც საქართველოში მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოტიკების პრევენციის სტრატეგიების გაუმჯობესების საქმეში ჩაიდო.  კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო ღია დისკუსიას, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა პროექტის წარმომადგენლებს თანამშრომლობის ახალი მიმართულებები შესთავაზეს. თავის მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა  გააზიარა რეკომენდაცია საკანონმდებლო ბაზის დახვეწის აუცილებლობაზე, რათა გაუმჯობესდეს ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ნარკოტიკების პრევენციას საქართველოში.

კონფერენციის დასასრულს, ბატონმა უბერმა გაიხსენა პომპიდუ ჯგუფისა და საქართველოს შორის ხანგრძლივი თანამშრომლობა და ხაზი გაუსვა რომ 2024 წელს საქართველო ევროსაბჭოში გაწევრიანების 25 წლისთავს აღნიშნავს. მან კიდევ ერთხელ გააჟღერა პომპიდუ ჯგუფის სურვილი შეინარჩუნოს საქართველოში ადგილობრივი წარმომადგენლობა, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს თანამშრომლობა ქვეყანაში ნარკოპოლიტიკაზე პასუხისმგებელ მხარეებთან. ბატონმა უბერმა ხაზი გაუსვა სტუმრების მიერ აღნიშნულ საკვანძო სიტყვებს -„მოქნილობა, ერთგულება და სინერგია“, რაც პროექტმა წარმატებით გამოამჟღავნა საქართველოში.

შემაჯამებელი ღონისძიების გარდა, აღმასრულებელმა მდივანმა გამართა ბილატერალური შეხვედრები საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან, ბატონ ბექა ძამაშვილთან და საქართველოს პომპიდუ ჯგუფის მუდმივ კორესპონდენტთან.

თბილისი, საქართველო 18 დეკემბერი, 2023 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge