Back ტენდერი - მენტორული და საკოორდინაციო მომსახურება

ტენდერი - მენტორული და საკოორდინაციო მომსახურება

ევროპის საბჭოს პროექტი მონაწილეობითი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში აცხადებს ტენდერს ადგილობრივ კონსულტანტთა ბაზის შესაქმნელად.

ტენდერის მიზანია ახალგაზრდული და მოქალაქეების მიერ ინიცირებული ადგილობრივი ინიციატივებისთვის მენტორობისა და კოორდინაციის მომსახურების უზრუნველყოფა, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის თანამშრომლობის საქმიანობის განხორციელების მხარდასაჭერად.

შესარჩევი კრიტერიუმებისა და სატენდერო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ გაეცნოთ შესაბამის დოკუმენტებს:

ტენდერის პროცედურასთან დაკავშირებული შეკითხვები მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე[email protected] 2026 წლის 20 მაისის ჩათვლით.

განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა 2026 წლის 1 ივნისი  23:59 საათი (საქართველოს დროით). ვადის გასვლის შემდეგ მიღებული ნებისმიერი განაცხადი ავტომატურად უარყოფილი იქნება.

ყველა განაცხადი უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე:
[email protected]

სათაურის ველში მიუთითეთ: „ტენდერი - მენტორობა და კოორდინაცია“

განაცხადები უნდა შეიცავდეს ყველა დოკუმენტს, რომელიც ჩამოთვლილია სატენდერო ფაილსა და ხელშეკრულებაში.

განაცხადები უნდა გაიგზავნოს მხოლოდ ზემოთ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. თუ განაცხადები გაიგზავნება ნებისმიერ სხვა ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან გაიგზავნება მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, ასეთი განაცხადები ავტომატურად უარყოფილი იქნება.

 

თბილისი, საქართველო 12 მაისი, 2026 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge