Back იურიდიული კლინიკების შესაძლებლობების გაძლიერება ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა მხარდასაჭერად

იურიდიული კლინიკების შესაძლებლობების გაძლიერება ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა მხარდასაჭერად

„სამუშაო შეხვედრის განმავლობაში მიღებული რეკომენდაციები და რელევანტური ინსტრუმენტების ცოდნა შესაძლებლობას მოგვცემს, მეტად თავდაჯერებულად და პასუხისმგებლობით დავუჭიროთ მხარი ძალადობის მსხვერპლ ქალებს, რათა მათი ღირსება და უსაფრთხოება დარჩეს ჩვენ მიერ გაწეული იურიდიული დახმარების ამოსავალ წერტილად.” - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ, იურიდიულ კლინიკებზე სამუშაო შეხვედრის გავლენაზე საუბრისას.

თბილისში გამართულმა ორდღიანმა სამუშაო შეხვედრამ გააერთიანა საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების ბაზაზე არსებული იურიდიული კლინიკების წარმომადგენლები და მოიცვა შემდგომი საკითხები: მსხვერპლზე ორიენტირებული იურიდიული დახმარება, ტრავმა ინფორმირებული პრაქტიკები და  ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმები. შეხვედრას ესწრებოდნენ კლინიკის დირექტორები, ხელმძღვანელები და იურიდიული ფაკულტეტის უფროსკურსელი სტუდენტები, რათა გაეღრმავებინათ  უნარები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის ეთიკური, უფლებებზე დაფუძნებული მხარდაჭერის კუთხით.

სესიების განმავლობაში მონაწილეებმა, ექსპერტებთან ერთად, იმსჯელეს ტრავმა ინფორმირებული მიდგომების ინტეგრირებაზე მსხვერპლთან პირველი კონტაქტიდან ეროვნულ და საერთაშორისო სამართალწარმოებაში წარმომადგენლობამდე. სესიები, ასევე, მოიცავდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ საქართველოს სამართლებრივი ჩარჩოს მიმოხილვას, რელევანტური საქმეების შეფასებას, რისკის ანალიზს, მსხვერპლთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებს და იურიდიულ კლინიკებზე მორგებული სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (SOPs) შემუშავებას.

პროგრამის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება იყო იურიდიული კლინიკების შესაძლებლობების გაძლიერება  ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმებთან თანამშრომლობისთვის. მონაწილეები ჩაერთნენ პრაქტიკულ სავარჯიშოებში, რომლებიც ეხებოდა საქმეების იდენტიფიცირებას, შეფასებას და სტრატეგიული სამართალწარმოებისათვის მომზადებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებში. დისკუსიები, ასევე, შეეხებოდა იურისდიქციის, დასაშვებობის კრიტერიუმების, შუალედური ღონისძიებებისა და ამ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობას. გარდა ამისა, მონაწილეებმა იმსჯელეს იურიდიული კლინიკების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების შესახებ ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ, რათა განესაზღვრათ, რომელი მოდელები და მიდგომები შეიძლება იქნას ადაპტირებული საქართველოს კონტექსტში.

სამუშაო შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებმა შეიმუშავეს იურიდიული კლინიკების გაუმჯობესების გეგმები, და განსაზღვრეს კონკრეტული ნაბიჯები მხარდაჭერის სისტემების გაძლიერებისთვის, თანამშრომლობის გაღრმავებისთვის და საქართველოს მასშტაბით უნივერსიტეტების ბაზაზე არსებული იურიდიული კლინიკების გრძელვადიანი განვითარების ხელშეწყობისთვის.

სამუშაო შეხვედრა განხორციელდა „გენდერული თანასწორობის განმტკიცება და GREVIO-ს რეკომენდაციების იმპლემენტაცია საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად“ პროექტის ფარგლებში. პროექტი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია.

თბილისი, საქართველო 24-25 ნოემბერი, 2025 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge