Back ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის განცხადება ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის განცხადება ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ხელოვნური ინტელექტი, უფრო და უფრო დიდ ზეგავლენას ახდენს ჩვენს სამყაროზე - ჩვენი დასაქმების შესაძლებლობებზე, ჩვენი ჯანდაცვის ეფექტიანობაზე, სოციალური პროგრამების და სერვისების ხელმისაწვდომობაზე. იმ სფეროების სია, რომელზეც გავლენა ხელოვნურ ინტელექტს აქვს გრძელია და ეს სია კიდევ უფრო იზრდება. ჩვენ თუ არ ვისწავლით, როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი უთანასწორობის, მათ შორის გენდერული უთანასწორობის, შესამცირებლად და დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად, ხელოვნური ინტელექტი შესაძლებელია გახდეს, და დიდი ალბათობით გახდება კიდეც ის ძალა, რომელიც ამყარებს, ხელს უწყობს და აძლიერებს უთანასწორობას. ევროპის საბჭოს ბოლო კვლევამ მიუთითა იმ არსებული მექანიზმების ხარვეზებზე, რომლებიც ალგორითმული სისტემების შემუშავებისას დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება. კვლევა გვთავაზობს გზებს, თუ როგორო გამოვიყენოთ ტექნოლოგიები თანასწორობის წასახალისებლად, და მიუთითებს ხელოვნური ინტელექტის სასიცოცხლო ცილის განმავლობაში ადამიანის უფლებებზე ზემოქმედების შეფასების აუცილებლობაზე.

„ჩვენ მუშაობა დავიწყეთ მთავრობებისთვის არსებითი მითითებების მიწოდების მიზნით. კერძოდ, შემუშავდება არასავალდებულო ინსტრუმენტი ხელოვნური ინტელექტის სისტემების ზეგავლენის, მათ მიერ თანასწორობის, მათ შორის გენდერული თანასწორობის,  ხელშეწყობის პოტენციალისა და იმ რიკების თაობაზე რაც შეძლება მათ დისკრიმინაციასთან მიმართებით წარმოშვან. ეს ნაშრომი ავსებს ევროპის საბჭოს მიმდინარე მოლაპარაკებებს გლობალური შეთანხმების შესახებ, ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაზე დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ.

”ჩვენს ცხოვრებაში ხელოვნური ინტელექტის მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, წელს, ჩვენ ქალთა საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ მოწოდებით, ხელოვნური ინტელექტის ძალა მიკერძოებულობის და გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად გამოვიყენოთ. უზრუნველვყოთ უფრო ინკლუზიური შინაარსი და გამოსახულება. ამ გზაზე გამოწვევები უსათუოდ იქნება, მაგრამ სწორედ ამ გამოწვევების რისკის ნიშნავს რომ ჩვენ მუშაობა უნდა განვაგრძოთ. გენდერულად უფრო თანაბარი და უფრო მრავალფეროვანი სამუშაო ძალაა საჭირო ხელოვნური ინტელექტის სისტემებში მიკერძოებულობების აღმოსაფხვრელად. მე მოვუწოდებ ციფრული უნარების უფრო ინკლუზიური განათლებისა და ტრენინგების დანერგვისაკენ მთელს ევროპაში, რაც მეცნიერებაში, ტექნოლოგიაში, ინჟინერიასა და მათემატიკაში (STEM) ბევრად უფრო მრავალფეროვან ჩართულობას მოგვცემს.

„ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, გამოწვევებთან გამკლავება არის გენდერული თანასწორობის 2024-2029 წლების ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც სწორედ ამ კვირაში იქნა მიღებული ევროპის საბჭოს მიერ. ახალი სტრატეგია იმეორებს წევრი ქვეყნების ძირითადი ვალდებულებას მიაღწიოს გენდერულად თანასწორ ევროპას ყველასთვის. ეს ვალდებულება მოწოდებაა მოქმედებისკენ. ხელოვნური ინტელექტის სისტემების ევოლუციის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა უთანასწორობის უფსკრულის გადასალახად.“

სტრასბურგი, საფრანგეთი 7 მარტი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge