Back ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად პედრო აგრამუნტი აირჩიეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად პედრო აგრამუნტი აირჩიეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად, ერთ წლიანი, ერთხელ განახლებადი მანდატით, ესპანელი პოლიტიკოსი პედრო აგრამუნტი (ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფი) აირჩიეს.

მან ამ თანამდებობაზე ლუქსემბურგელი ან ბრასერი (ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსი) შეცვალა, რომელიც  თანამდებობას  2014 წლის იანვრიდან იკავებდა. იგი ასამბლეის 28-ე პრეზიდენტია და მეოთხე ესპანელია, რომელმაც ეს თანმდებობა დაიკავა.

"დღეს ჩვენ აქ არ ვართ შეკრებილი იმ რწმენით, რომ ევროპა არის სრულყოფილი. ჩვენ აქ ვართ, რადგან მიგვაჩნია, რომ ევროპაში ჩვენ ერთად უნდა გადავჭრათ ჩვენი პრობლემები, " განაცხადა ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა თავის საინაუგურაციო გამოსვლაში, სანამ ევროპის წინაშე არსებულ ოთხ ძირითად, ურთიერთდამოკიდებულ გამოწვევას ჩამოაყალიბებდა.

"პირველ რიგში, საერთაშორისო ტერორიზმი წარმოადგენს ფუნდამენტურ, მრავალმხრივ საფრთხეს. (...) თუ გვსურს ტერორიზმის დამარცხება, უნდა ვითანამშრომლოთ მუსულმანურ თემებთან და ვაღიაროთ ისინი ჩვენს ერთ-ერთ  ძლიერ მოკავშირედ, იმის ნაცვლად, რომ ვუბიძგოთ მათ ეჭვისა და სიძულვილისკენ. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოში ტერორიზმის მსხვერპლთა უმრავლესობა ასევე მუსულმანები არიან, "განაცხადა მან.

"მეორე, ლტოლვილთა კრიზისი, რომელმაც დიდი კამათი გამოიწვია ევროპულ იდენტობასა და ღირებულებებზე", განაცხადა პრეზიდენტმა და იმ ორი სახის გამოცდილებაზე მიუთითა, რომელიც მისგან შეიძლება მივიღოთ:: "სახელმწიფო ინსტიტუციების მოშლა ახალი პოლიტიკური, ადმინისტრაციული და უშიშროების სტრუქტურების სწრაფად და ეფექტიანად შექმნის გარეშე ყოველთვის მაღალი რისკის მატარებელია. ამ ახალი თემების ევროპულ საზოგადოებებში ჩართვასთან დაკავშირებულმა სირთულეებმა გამოიწვია პოლიტიკური რადიკალიზაცია, რამაც ნაციონალისტური პარტიების წისქვილზე დაასხა წყალი და შედეგად კონტინენტზე ფრაგმენტაცია გამოიწვია.“

"მესამე,  ჯერ კიდევ მოუგვარებელი კონფლიქტები ევროპაში. უკრაინაში შექმნილი ვითარება კვლავ ძალზედ დელიკატურია. კონფლიქტმა უკვე შეიწირა 9 000 სიცოცხლეზე მეტი, რუსეთის მხარდაჭერით მოსარგებლე სეპარატისტები ჯერ კიდევ აკონტროლებენ  ქვეყანის ნაწილს, მშვიდობა ჯერ ისევ ბუნდოვანია," განაცხადა მან.

"საფრთხეები და გაყინული კონფლიქტების ჯერ კიდევ არსებობს დნესტრისპირეთში, მოლდოვას რესპუბლიკაში, საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებსა  და აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის რეგიონში," აღნიშნა ბატონმა აგრამუნტმა.

"და ბოლოს, მინდა ვახსენო მემარცხენე და მემარჯვენე პოპულიზმის ტალღა, მზარდი ნაციონალიზმი და დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლების  დარღვევა, რაც ზოგან შეინიშნება და გავლენას ახდენს ჩვენს ერთობასა  და ერთობლივი მოქმედების შესაძლებლობაზე," განაცხადა პრეზიდენტმა.

„ყოველივე ეს საფრთხეს უქმნის ათწლეულების განმავლობაში უფრო დიდი ერთიანობისკენ, უფრო ღია საზღვრებისა და უფრო მეტად ინტეგრაციისკენ  მიღწეულ პროგრესს.  ახლა ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ, რადგან ჩვენ დავკარგავთ ევროპას, თუ ის დაყოფილი დარჩება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ დემოკრატიის სადარაჯოზე და ჩვენ გვაქვს სამართლებრივ საფუძველი ამისათვის" განაცხადა პრეზიდენტმა დასასრულს.

25/01/2016
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge