Back მრგვალი მაგიდა-დისკუსია თემაზე „სახალხო დამცველის როლი სასამართლო მეგობრის მექანიზმის გამოყენებით"

მრგვალი მაგიდა-დისკუსია თემაზე „სახალხო დამცველის როლი სასამართლო მეგობრის მექანიზმის გამოყენებით

2016 წლის 25 აპრილს ევროპის საბჭოს მიერ ჩატარდა მრგვალი მაგიდა-დისკუსია თემაზე „სახალხო დამცველის როლი სასამართლო მეგობრის მექანიზმის გამოყენებით ეროვნული სასამართლოებისთვის ადამიანის უფლებებზე სახელმძღვანელო წინადადებების მიწოდებაში“. შეხვედრა გახსნეს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ანა ზეცმა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ, სახალხო დაცველის ოფისის მოადგილე ნათია კაციტაძემ და ევროპის საბჭოს პროექტის მენეჯერმა მაჰირ მუშტეიდზადამ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სასამართლოს მეგობრის მექანიზმის მნიშვნელობის, ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის და საქართველოში არსებული გამოწვევების განხილვა.

შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის, სახალხო დამცველის აპარატის, სასამართლოს, იურიდიული დახმარების სამსახურის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მონაწილეებმა განიხილეს სასამართლოს მეგობრის მექანიზმი საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოს პრაქტიკაში, არსებული გამოცდილება და ხარვეზები. ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტებმა ისაუბრეს მესამე მხარის ჩართვის როლზე ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს წინაშე და სასამართლოს ინტერესზე.

შეხვედრა ჩატარდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge