Back ბავშვების დაცვა სექსუალური ძალადობისგან მოითხოვს უკეთეს მტკიცებულებას, და არა მხოლოდ სისხლის სამართლებრივ ჩანაწერებს

ევროპის საბჭო მოუწოდებს მონაცემთა უფრო ეფექტური შეგროვებისკენ დანაშაულთან საბრძოლველად
ბავშვების დაცვა სექსუალური ძალადობისგან მოითხოვს უკეთეს მტკიცებულებას, და არა მხოლოდ სისხლის სამართლებრივ ჩანაწერებს

სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის დღის წინ, რომელიც 18 ნოემბერს აღინიშნება, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ, ხაზი გაუსვა სხვადასხვა წყაროდან მონაცემთა შეგროვების მნიშვნელობას, მათ შორის განათლებისა და ჯანდაცვის სექტორებიდან, დახმარების ხაზიდან, ბავშვთა დაცვის სერვისებიდან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიდან და თავად ბავშვებისგან. ეს მონაცემები გადამწყვეტია უკეთესი პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად, დამნაშავეების პასუხისგებაში მისაცემად და სექსუალური ძალადობის თავიდან ასარიდებლად.

„ეფექტურობისათვის, ბავშვთა დაცვისათვის და დამნაშავეების შესაჩერებლად,  ჩვენი ქმედებები უნდა ეყრდნობოდეს მტკიცებულებას,“ აღნიშნა გენერალურმა მდივანმა. „ბევრი სახელმწიფო ჯერ ისევ  მხოლოდ  სისხლის სამართლის ძირითად მონაცემებს აგროვებს - ან ვერ იყენებს მათ ადეკვატურად. ფაქტები და ციფრები ფუჭად არ უნდა აისახოს ანგარიშებში - მათ უნდა მიაღწიონ პოლიტიკის შემქმნელებამდე და ემსახურონ ბავშვების უსაფრთხოებას. მონაცემთა შეგროვება კარგი პირველი ნაბიჯი -   და ღირებული ინვესტიციაა“.

მონაცემთა შეგროვების მექანიზმების შესახებ ლანსაროტეს კომიტეტის ბოლო ანგარიშის შედეგები ხაზს უსვამს კრიმინალური სტატისტიკის მიღმა მონაცემთა წყაროების გამოყენების მნიშვნელობას. ბავშვთა მიმართ სექსუალური დანაშაულის ბევრი შემთხვევა რჩება დაუფიქსირებელი. ინფორმაციის შეგროვების ეს ხარვეზი მოითხოვს ბევრი აქტორის ჩართულობას. ბავშვთა დაცვის სერვისებს, მსხვერპლი ბავშვისა და მოწმის მულტიდისციპლინურ სტრუქტურებს (როგორიც არის ბარნაჰუსი), განათლების და ჯანდაცვის პროფესიონალებს შეუძლიათ ღირებული ინფორმაციის შეგროვება ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციის ხასიათისა და მიზეზების უკეთ შეცნობისა და ეფექტური რეაგირებისთვის.

ბავშვები არიან მათ დასაცავად შექმნილი პოლიტიკის საბოლოო ბენეფიციარები და მათ შეუძლიათ, გადამწყვეტი შეხედულების მოწოდება მათ წინაშე არსებულ  რისკებზე, რეალობაზე, და იმ მიდგომებზე, რომელიც მუშაობს ან არ მუშაობს. ბავშვთა დაცვის მიმართულებით სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას შეუძლია შეგროვებული მონაცემების ხარისხის მნიშვნელოვანი ზრდა. ეროვნული და ადგილობრივი აქტორების მიერ შეგროვებული მონაცემების ცენტრის შექმნამ შეიძლება კიდევ უფრო გააუმჯობესოს კოორდინაცია. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი რეალობად იქცეს, მონაცემთა შეგროვების ყველა პუნქტი უნდა შეთანხმდეს მათი მონაცემების კლასიფიკაციის სტანდარტიზებულ მეთოდებზე, რათა თავიდან იქნას აცილებული დუბლირება და შეუსაბამობები.

მონაცემთა შეგროვების მექანიზმების გაძლიერება ლანსაროტეს კონვენციის წევრი მხარეების კონფერენციის მთავარი თემაა, რომელიც გაიმართება კიშინიოვში 18 ნოემბერს ამ დღის აღსანიშნავად. ეს არის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოლდოვის მიერ თავმჯდომარეობის ფარგლებში ორგანიზებული პირველი მასშტაბური ღონისძიება.

2015 წელს, ევროპის საბჭოს მიერ სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის დღის დაარსების მიზნებია ცნობიერების გაზრდა და  ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის შესახებ ღია დისკუსიის ხელშეწყობა, რათა დასრულდეს მსხვერპლთა და გადარჩენილთა სტიგმატიზაცია.

ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციის შესახებ მონაცემთა შეგროვების მექანიზმი (2025 წლის 3 ივლისი)

ლანსაროტეს კომიტეტი

სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის დღე

სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის დღე - 2025 წლის 18 ნოემბერი

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მოლდოვის თავმჯდომარეობით

ბარნაჰუსის მოდელი ეხმარება ბავშვებს, რომლებმაც განიცადეს სექსუალური ძალადობა, თავი არ იგრძნონ მსხვერპლად ხელმეორედ

 

სტრასბურგი, საფრანგეთი 17 ნოემბერი, 2025 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge