Back საქართველოში ქალთა უფლებადამცველების დაცვისა და გაძლიერების შესახებ მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება

საქართველოში ქალთა უფლებადამცველების დაცვისა და გაძლიერების შესახებ მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება

“მათი ბრძოლა, ჩვენი მომავალი” - ამ სახელწოდებით გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში ქალთა უფლებადამცველების დაცვისა და გაძლიერების შესახებ მაღალი დონის შეხვედრას გამართავენ. ღონისძიება, რომელიც სიმბოლურად 29 ნოემბერს, ქალთა უფლებადამცველების საერთაშორისო დღეს  იმართება, მათი საქმიანობის მნიშვნელობისა და წვლილის წარმოჩენას ემსახურება.

ღონისძიება ღიაა მედიისთვის. დაწყების დრო: 9:30 საათი, პარასკევს, 2024 წლის 29 ნოემბერი ადგილი: Pullman Tbilisi Axis Towers (ილია ჭავჭავაძის გამზირი, N37) ღონისძიების ენა: ინგლისური/ქართული.

მაღალი დონის შეხვედრას გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში დიდიე ტღებიუკი და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ნატალია ვუტოვა გახსნიან. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ: ნორვეგიის ელჩი საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი და შვეიცარიის ელჩი საქართველოში ჰაიდი გრაუ. მაღალი დონის შეხვედრას საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, სამოქალაქო ორგანიზაციების  და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ღონისძიების მიმდინარეობისას მონაწილეები იმსჯელებენ იმ მნიშვნელოვან წვლილზე, რომელიც ქალთა უფლებადამცველებს საქართველოში გენდერული თანასწორობის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლაში შეაქვთ.  ღონისძიების ფარგლებში, ასევე, განიხილავენ რისკებსა და გამოწვევებს, რომლებსაც ქალთა უფლებადამცველები აწყდებიან, ისაუბრებენ იმ ვალდებულებებზე, რომელთა თანახმადაც, სახელმწიფოებმა ქალთა უფლებადამცველები უნდა დაიცვან.

მაღალი დონის შეხვედრა გენდერის თემატურ ჯგუფთან პარტნიორობითა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარდება. ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის “კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის  საქართველოში” და ევროპის საბჭოს პროექტის „გენდერული თანასწორობის განმტკიცება და GREVIO-ს რეკომენდაციების იმპლემენტაცია საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

ქეთევან სახელაშვილი, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში, 599 34 24 34, [email protected].

 

 
თბილისი, საქართველო 28 ნოემბერი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge