Back ინკლუზიური გაშუქების ხელშეწყობა

ინკლუზიური გაშუქების ხელშეწყობა

ევროპის საბჭომ და გაეროს განვითარების პროგრამამ „კანონის უზენაესობის ცენტრთან“ თანამშრომლობით მედიის წარმომადგენლებისთვის ჩაატარა დინამიური ტრენინგი დისკრიმინაციის საკითხებზე. ტრენინგის მიზანი იყო საქართველოში მედიის წარმომადგენლების გაძლიერება დისკრიმინაციის საკითხების ეფექტურად და მგრძნობიარედ გაშუქების ხელშეწყობისთვის. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს მედია მენეჯერებმა და მედიის სხვა წარმომადგენლებმა, როგორიცაა საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადიო თავისუფლება, რუსთავი 2, ფორმულა, ტვ პირველი, ინტერპრესნიუსი, მთავარი არხი, ტელეკომპანია კავკასია, ევრონიუსი და იმედი.

მონაწილეები ჩაერთნენ დისკუსიაში ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დისკრიმინაციის არსი, მის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს გამოწვევები და ადგილობრივ და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შორის ურთიერთქმედება დისკრიმინაციისგან დაცვის პარალელურად გამოხატვის თავისუფლების დაცვაში. ტრენინგის მთავარი ასპექტი ფოკუსირებული იყო დისკრიმინაციის მსხვერპლებთან კომუნიკაციის უნარების დახვეწასა და ასეთი სენსიტიური საკითხების გაშუქების სპეციფიკაზე.

მედიის წარმომადგენლებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ დისკუსიაში სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან - „თანასწორობის მოძრაობა“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ცენტრი“ და „სოლიდარობის თემი“. მათ მონაწილეებს ეთნიკურ და რელიგიურ და ლგბტი თემებთან მუშაობის გამოცდილება გაუზიარეს და მათ წინაშე მდგარ დაბრკოლებებზე ისაუბრეს. მათ, ასევე ხაზი გაუსვეს იმ სასიცოცხლო ფაქტორებს, რომლებიც მედიამ უნდა გაითვალისწინოს უმცირესობების წარმომადგენლებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას.

ეს აქტივობა იყო პირველი თანამშრომლობა პროექტსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის და მისმა წარმატებულად განხორციელებამ გზა გაუხსნა სამომავლო ინიციატივებს. მსგავს თემებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევის გაერთიანება მდგრადობისა და თანმიმდევრული შედეგების გასაღებია.

აღნიშნული აქტივობა ხორციელდება პროექტის „თანასწორობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის ეფექტური დაცვის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ფინანსდება ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმით საქართველოს 2020-2023 წლებში.

 

ბორჯომი, საქართველო 22-23 ივლისი, 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge