Back მრავალფეროვნებისა და თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილზე - ევროპის საბჭო კერძო სექტორთან თანამშრომლობს

მრავალფეროვნებისა და თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილზე - ევროპის საბჭო კერძო სექტორთან თანამშრომლობს

კერძო კომპანიებში თანასწორი და ინკლუზიური სამუშაო გარემოს ხელშეწყობისა და  დისკრიმინაციასთან ეფექტიანად საბრძოლველად, 2024 წლის 19 ივლისს ევროპის საბჭომ ‘’სპარ ჯორჯიასთან’’ თანასწორობის პოლიტიკის იმპლემენტაციის ტრენინგი ჩაატარა. შეხვედრა დისკრიმინაციისა და შევიწროების სხვადასხვა ფორმის განხილვას დაეთმო. დამატებით, ადგილობრივი და საერთაშორისო ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისა და პრაქტიკის უკეთ გასაცნობად, მონაწილეებმა პრაქტიკული მაგალითები განიხილეს.

ტრენინგი  ‘’სპარ ჯორჯასთან’’ განგრძობადი თანამშრომლობის ნაწილია, რომელსაც 1 თვის წინ ‘’თანასწორობისა და მრავალფეროვნების პოლიტიკის დოკუმენტის’’ მიღება მოჰყვა. დოკუმენტი მიზნად ისახავს მრავალფეროვნებაზე, თანასწორობასა და ინკლუზიურობაზე დაფუძნებული სამუშაო გარემოს შექმნას. გარდა ამისა, დოკუმენტის მიზანია დასაქმებულების დაცვა დისკრიმინაციისგან, შევიწროებისა და ვიქტიმიზაციისგან. ტრენინგ-პროგრამა რამდენიმე ნაწილად ჩატარდება ივლისი-სექტემბრის პერიოდში, რათა უზრუნველყოს ‘’სპარ ჯორჯიას’’ ტრენერების, შუალედური და მაღალი რგოლის მენეჯმენტის შესაძლებლობების განვითარება და სენსიტიზაცია.

ევროპის საბჭო ხელს უწყობს მრავალფეროვანი და ინკლუზიური მიდგომების დანერგვას დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად და ახალისებს კერძო სექტორს უსაფრთხო სამუშაო გარემოს შესაქმნელად. ამ მიზნის მისაღწევად, ევროპის საბჭო აგრძელებს კერძო სექტორთან თანამშრომლობას, რათა დაეხმაროს თანასწორობის პოლიტიკის მიღებასა და იმპლემენტაციაში.

ეს აქტივობა განხორციელდა პროექტის „თანასწორობის გაძლიერება და დისკრიმინაციის დაუშვებლობა საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ფინანსდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

თბილისი, საქართველო 19 ივლისი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge