Back PACE-ის დამკვირვებლები და სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იძულებულია შეწყვიტოს არჩევნებზე დაკვირვება

PACE-ის დამკვირვებლები და სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იძულებულია შეწყვიტოს არჩევნებზე დაკვირვება

„ღრმად ვართ შეშფოთებულნი იმ ფაქტით, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იძულებული გახდა დაესრულებინა საარჩევნო სადამკვირვებლო საქმიანობები, ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, რომლითაც სამოქალაქო საზოგადოების ეს ორგანიზაცია და მისი დირექტორი განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო“, – განაცხადეს საქართველოს საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა, კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE), ედიტ ესტრელამ (პორტუგალია, SOC) და ასამბლეის საარჩევნო დელეგაციის ხელმძღვანელმა, იულიან ბულაიმ (რუმინეთი, ALDE).

„ეს, როგორც ჩანს, ადასტურებს ასამბლეის მიერ ბოლო რეზოლუციაში გამოთქმულ შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ ‘სამოქალაქო საზოგადოების პატივსაცემმა ორგანიზაციებმა, რომელთაც არჩევნებზე დაკვირვების დიდი ხნის და ფართო გამოცდილება აქვთ, შესაძლოა ვეღარ შეძლონ არჩევნებზე დაკვირვება’. ეს მიუღებელია და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის დემოკრატიულობის მიმართ“, – აცხადებენ ისინი.

„ამიტომ, მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, დაიცვან ამ არჩევნების ლეგიტიმურობა და მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყონ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, ისევე როგორც სხვა პატივსაცემმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა შეძლონ ამ არჩევნებზე დაკვირვება, შეფერხების ან მათ სამუშაო პროცესის ჩარევის გარეშე.“

სტრასბურგი, საფრანგეთი 30 სექტემბერი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge