Back საქართველოში მცხოვრებმა ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა იმსჯელეს რეგიონში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და სამომავლო ნაბიჯებზე

საქართველოში მცხოვრებმა ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა  იმსჯელეს  რეგიონში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და სამომავლო ნაბიჯებზე

2025 წლის 8-9 მაისს, ევროპის საბჭომ გამართა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა საქართველოს ეროვნული და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში საარჩევნო პროცესების გაუმჯობესებისათვის საჭირო გზების განხილვას.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევროპის საბჭოს ექსპერტები და ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთიდან, ქვემო ქართლიდან და კახეთიდან.

სამუშაო შეხვედრა გახსნა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, სვეტისლავ პაუნოვიჩმა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა გამჭვირვალე და ინკლუზიური არჩევნების მნიშვნელობასა და ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების როლის გაძლიერების აუცილებლობაზე საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა იმსჯელეს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის იყო: საარჩევნო პროცესებში ხმის მიცემის ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და საერთაშორისო სტანდარტები, არჩევნები და ადამიანის უფლებები, ინფორმირებული არჩევანი და ამომრჩევლის თავისუფალი ნება, არჩევნებზე დაკვირვება — მიმდინარე გამოწვევები და სამომავლო ნაბიჯები, საარჩევნო პროცესები და სამოქალაქო ჩართულობა. მონაწილეებმა, ასევე, შეიმუშავეს სტრატეგიები საარჩევნო პროცესებში ამომრჩეველთა ჩართულობის გაძლიერების მიზნით, მათ შორის, ამომრჩეველთა განათლების კუთხით.

სამუშაო შეხვედრის ბოლოს, ხაზი გაესვა მდგრადი თანამშრომლობისა და საარჩევნო რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას, რათა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს დემოკრატიულ არჩევნებში, რაც ასახავს თითოეული მოქალაქის ნებას.

სამუშაო შეხვედრა  ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში, II ფაზა პროექტის მხარდაჭერით.

ბორჯომი, საქართველო 8-9 მაისი, 2025 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge