Back საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სასწავლო ვიზიტი ევროსაბჭოში

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სასწავლო ვიზიტი ევროსაბჭოში

2024 წლის 3-4 ივნისს, ევროპის საბჭოში გაიმართა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა სასწავლო ვიზიტი თემაზე „არჩევნების მოდერნიზება, გამოწვევები და სამომავლო გეგმები“.

რეიკიავიკის დეკლარაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების ვალდებულება დაიცვან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და უზრუნველყონ არჩევნებისა და რეფერენდუმის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გამართვა. შესაბამისად, სასწავლო ვიზიტის მონაწილეებმა იმსჯელეს ამ და სხვა საკითხებზე, მათ შორის: შესაბამისი ზომების დანერგვა, რათა აღკვეთილ იქნეს საარჩევნო სისტემებსა და პროცესებში ნებისმიერი არამართლზომიერი ჩარევა; ხმის მიცემის ახალი პროცედურებისა და ხმის მიცემის ახალი ტექნოლოგიების დანერგვისას ადამიანის უფლებათა შესაბამისი სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა; კონკურენტული და ჯანსაღი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისათვის გამოხატვის,  შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვა; საარჩევნო პროცესებში სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა; საარჩევნო პროცესებში ევროპის საბჭოს მონიტორინგის ორგანოების, კერძოდ, საპარლამენტო ასამბლეისა და რეგიონული და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესის როლი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი კალანდარიშვილს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანს, ბატონ გიორგი ჯავახიშვილს, დეპარტამენტებისა და განყოფილებების ხელმძღვანელებს საშუალება მიეცათ, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად ემსჯელათ ორგანიზაციის  შესაბამის პოლიტიკისა და სამართლებრივი ინსტრუმენტების, ასევე წევრი სახელმწიფოების კარგი პრაქტიკის შესახებ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმომადგენლებმა და ქართველმა მოსამართლემ, ბატონმა ლადო ჭანტურიამ, მონაწილეებს გააცნეს საარჩევნო საკითხებზე ევროპული სასამართლოს  სამოსამართლო პრაქტიკა.

როგორც აღინიშნა, სასწავლო ვიზიტის მიზანი გახლდათ  ეროვნული საარჩევნო პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან მეტად დაახლოების ხელშეწყობა, მათ შორის, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საარჩევნო სფეროში დანერგვის კუთხით.

სასწავლო ვიზიტი ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში, II ფაზა პროექტის მხარდაჭერით.

სტრასბურგი, საფრანგეთი 3-4 ივნისი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge