Back ევროპის სოციალური ქარტიის საზაფხულო სკოლის ფარგლებში, სამართლის სტუდენტები სოციალურ უფლებებში ცოდნას იღრმავებენ

ევროპის სოციალური ქარტიის საზაფხულო სკოლის ფარგლებში, სამართლის სტუდენტები სოციალურ უფლებებში ცოდნას იღრმავებენ

საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 25-მა სამართლის სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო ევროპის სოციალური ქარტიის (ESC) შესახებ ინტენსიურ საზაფხულო სკოლაში, რომელიც 2025 წლის 28 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაიმართა. წარმოდგენილი ტრენინგი ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების განმტკიცება საქართველოში“ ფარგლებში და მიზნად ისახავდა მონაწილეების ევროპული სოციალური უფლებების, ESC-ის მონიტორინგის მექანიზმებისა და სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტის როლის შესახებ პრაქტიკული ცოდნით აღჭურვას.

საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ ჩატარებული პროგრამა აერთიანებდა ლექციებს, ინტერაქტიულ სავარჯიშოებსა და იურიდიული უნარების განვითარებას. მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი პრეცედენტული საქმეების ანალიზში, დამაჯერებელ არგუმენტაციასა და კოლექტიური საჩივრების შედგენაში. ტრენინგი ასევე წარმოადგენდა მოსამზადებელ ფაზას მომავალი იმიტირებული სასამართლო პროცესისთვის, რაც სტუდენტებს ESC-ზე დაფუძნებული იურიდიული მსჯელობის პრაქტიკულ გამოცდილებას სთავაზობდა.

ღონისძიებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალგაზრდა იურისტების მომზადებაში, რომლებიც მომავალში შეძლებენ საქართველოში სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვას და გაძლიერებას. საზაფხულო სკოლამ ასევე შექმნა მყარი საფუძველი იმისა, რომ ეს თემები უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

საზაფხულო სკოლა ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების განმტკიცება საქართველოში ფარგლებში. პროექტი წარმოადგენს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027წწ სამოქმედო გეგმის ნაწილს.

 

 

ლოპოტა, საქართველო 28 ივლისი - 1 აგვისტო, 2025 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge