Back ინკლუზიური დემოკრატია ფოკუსში: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის გაძლიერება

ინკლუზიური დემოკრატია ფოკუსში: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის გაძლიერება

თბილისში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და საარჩევნო მონაწილეობაგამოწვევები და შემდგომი ნაბიჯები. შეხვედრაში მონაწილეობდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები.  

დისკუსიების ფარგლებში, განხილულ იქნა საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის, ევროპის საბჭოს რეკომენდაციები და რეზოლუციები და გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია ქართული კონტექსტის  გათვალისწინებით, სადაც საარჩევნო უბნების დაახლოებით 65% კვლავ არ არის სათანადოდ ხელმისაწვდომი ეტლით მოსარგეებლისათვის, ხოლო თითქმის 40% ხასიათდება სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული შეუსაბამობით.

ექსპერტთა პრეზენტაციებისა და ჯგუფური მუშაობის შედეგად, მონაწილეებმა გამოავლინეს ბარიერები, რომლებიც უკავშირდება როგორც ფიზიკურ ხელმისაწვდომობას, ასევე საინფორმაციო და პროცედურულ სირთულეებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების კარგი პრაქტიკის მიმოხილვას, მათ შორის ინკლუზიური ამომრჩეველთა განათლებისა და საინფორმაციო კამპანიების გამოცდილების მიმართულებით. მონაწილეებმა განიხილეს, თუ როგორ შეიძლება მსგავსი მიდგომების ეფექტიანად ადაპტირება საქართველოს რეალობაში.

ღონისძიება ერთობლივი სამოქმედო გეგმით დასრულდა, სადაც მონაწილეებმა შეიმუშავეს პრაქტიკული რეკომენდაციები საარჩევნო ციკლის განმავლობაში  ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიურობის გასაძლიერებლად.

სამუშაო შეხვედრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დიალოგსა და თანამშრომლობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველა მოქალაქის თანაბარი დემოკრატიული მონაწილეობა.

სამუშაო შეხვედრა ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში მიერ, რაც ხორციელდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის 2024-2027 ფარგლებში.

 

 

თბილისი, საქართველო 25 სექტემბერი, 2025 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge