Back ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის იმპლემენტაცია საქართველოში

ინფორმაცია მედიისათვის
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის იმპლემენტაცია საქართველოში

სამთავრობო და არასამთავრობო სუბიექტების ერთობლივი პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის იმპლემენტაციის საქმეში იქნება მთავარი თემა საერთაშორისო კონფერენციისა, რომელიც ტარდება 24 და 25 მაისს, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის - „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ - ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პროგრამული თანამშრომლობის ფორმატის ნაწილია.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმებიან ფილიპ ბუაია, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატის გენერალური დირექტორი; კარლო ნატალი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე; გიორგი პაპუაშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე; მზია თოდუა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე; ირაკლი შოთაძე, მთავარი პროკურორი და ეკა ბესელია, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე.

კონფერენციას დაესწრებიან მაღალი თანამდებობის პირები საქართველოს მთავრობიდან და პარლამენტიდან, საერთო სასამართლოებიდან, სახალხო დამცველის ოფისიდან, ასევე მოქმედი ადვოკატები და წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანის უფლებებზე მუშაობენ. 

კონფერენციაზე ხაზგასმით განიხილება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გავლენა საქართველოს რიგით მოქალაქეებზე, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების მნიშვნელობა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ეროვნულ დონეზე გამოყენების საჭიროება.

ჟურნალისტებს ვიწვევთ დასასწრებად:

სამშაბათს,  2016 წლის 24 მაისს, 10:00 საათზე, ფუნიკულიორის საკონფერენციო დარბაზში (მთაწმინდა, თბილისი 0114, საქართველო)

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საბაგირო გზა იმუშავებს უფასოდ  9 საათიდან 11 საათამდე.

საკონტაქტო პირები:

ნინო შენგელაია, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში, [email protected], +995514881616

თინათინ უფლისაშვილი, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში, [email protected] (მხოლოდ შინაარსთან დაკავშირებულ საკითხებზე)

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge