ორდღიანმა სამუშაო შეხვედრამ აჭარაში ადგილობრივი ადამიანის უფლებათა დამცველები, აქტივისტები და ჟურნალისტები გააერთიანა სიძულვილის ენასთან ბრძოლის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. მონაწილეები გაეცნენ როგორც ევროპულ, ასევე ეროვნულ სტანდარტებს და მიიღეს პრაქტიკული ცოდნა ამ მიმართულებით.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა დააფუძნეს „სიძულვილის ენის წინააღმდეგ“ ადგილობრივი ქსელი – მდგრადი და თანამშრომლობაზე ორიენტირებული პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლების ინიციატივების გაძლიერებას რეგიონში. მონაწილეებმა ასევე განსაზღვრეს სიძულვილის ენის ძირითადი გამოწვევები აჭარაში და შეიმუშავეს სიძულვილის ენის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმა. გეგმა მოიცავს ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია მარგინალიზებული ჯგუფების წინააღმდეგ სიძულვილის, სტიგმისა და დისკრიმინაციის პრობლემების უკეთ გააზრებისკენ, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და მგრძნობელობის ზრდისკენ.
ვორქშოპი ორგანიზებული იყო აჭარაში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობის თემის“ მხარდაჭერით.
ღონისძიება იმართება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ფარგლებში, რომელიც თანადაფინანსებულია ევროკავშირის და ევროპის საბჭოს მიერ და ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ, პროექტის – „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში”– კონტექსტში.




