Back Hate speech is not free speech, says Secretary General ahead of Human Rights Day

Hate speech is not free speech, says Secretary General ahead of Human Rights Day

 

10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დღის აღნიშვნამდე, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ტორბიორნ იაგლანდმა განაცხადა, რომ არ უნდა მოხდეს სიძულვილის ენის და სიტყვის თავისუფლების აღრევა.

"თუ გადავხედავთ რას მივაღწიეთ და დავფიქრდებით იმ უამრავ ადამიანზე, ვინც  გაჭირვება გადაიტანა და თავიანთი ცხოვრება ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლას მიუძღვნა - არასდროს არ უნდა აღვიქვათ ეს უფლებები და თავისუფლებები როგორც უპირობო და არასოდეს არ უნდა გამოვიყენოთ ისინი ბოროტად.

"სიძულვილის ენა არის გამოხატვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება“.

"ჩვენ გვაქვს უფლება გამოხატოთ ჩვენი აზრი მაშინაც კი, როდესაც ის შეიძლება შეურაცხმყოფელი, თავზარდამცემი ან შემაშფოთებელი იყოს სხვებისათვის, მაგრამ ყველაფერი როდი შეიძლება ჩაითვალოს სიტყვის თავისუფლებად. იმ მომენტიდან, როგორც კი ხალხი დაიწყებს ძალადობის საჯაროდ პროვოცირებას, მტრულ დამოკიდებულებასა ან დისკრიმინაციას პირთა ჯგუფის მიმართ, ეს არის სიძულვილის ენა და არა სიტყვის თავისუფლება.

"ქუჩაში ვინმეს მიმართ გაკეთებული შეძახილიდან დაწყებული, ონლაინ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი კომენტარების ჩათვლით - სიძულვილის ენამ შესაძლოა მრავალი ფორმა მიიღოს.

"ადამიანის ღირსების პატივისცემა განსაკუთრებით რთულია კიბერ სივრცეში, სადაც საზღვრები და ზომიერება ნაკლებად აშკარაა. ჩვენ უნდა გავავლოთ ხაზი, თუ საიდან იწყება სიძულვილი.

"შეუერთდი ადამიანის უფლებათა დღის აქციას 10 დეკემბერს. უთხარი არა სიძულვილის ენას ", განაცხადა მან.

სტრასბურგი 9 დეკემბერი 2016
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge