Back ქალების და გოგონების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სრული რეალიზება - გენდერული თანასწორობის და გაძლიერებისთვის აუცილებლობა პირობა

ქალების და გოგონების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სრული რეალიზება - გენდერული თანასწორობის და გაძლიერებისთვის აუცილებლობა პირობა

„სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხარისხიან დაცვაზე შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა აუცილებელია ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობისთვის“, განაცხადა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა.

„ჩემს ბოლო ანგარიშში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ,  წევრ სახელმწიფოებს მოვუწოდე დაემორჩილონ ამ სფეროში არსებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს ამ სფეროში და უზრუნველყონ ისეთი ხელსაყრელი გარემოს შექმნა, სადაც ქალებს და გოგონებს შეეძლებათ თავისუფლად გამოიყენონ ეს უფლებები.

ევროპაში ბოლოდროინდელი პროგრესისა  მიუხედავად,  როგორიცაა კონტრაცეფციისა და აბორტის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, სამეანო მოვლის ხარისხის გაუმჯობესება და სკოლებში ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯები, ქალები და გოგონები კვლავ აწყდებიან უამრავ გამოწვევას, ბარიერს და დეფიციტს ხელმისაწვდომ კონტრაცეპციებზე, აბორტის უსაფრთხო სერვისებისა და ღირსეულ და მგრძნობიარე სამეანო და გინეკოლოგიური ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომის კუთხით. ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში ამ გამოწვევებს კიდევ სხვა რეგრესული ხასიათის მოვლენები ემატება. სწრაფად რეაგირებაა საჭირო, რათა უზრუნველვყოთ, რომ ყველა ქალსა და გოგონას, მათ შორის შშმ ქალებსა და გოგოებს, ბოშა ქალებსა და გოგოებს, ხანდაზმულ ქალებს და ლტოლვილებს, თავშესაფრის მაძიებელ და მიგრანტ ქალებს, შეეძლოთ სრულად, დისკრიმინაციის გარეშე ისარგებლონ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებით.

ქალთა საერთაშორისო დღეს, ასევე მინდა პატივი მივაგოთ ქალთა უფლებების დამცველებს, მათი დაუღალავი ძალისხმევისთვის ევროპაში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მხარდასაჭერად. ქალთა უფლებების დამცველებს, თავიანთი სამაგალითო შრომითა და გამბედაობით, აქტიური წვლილი შეაქვთ ქალებისა და გოგონების მიმართ ცრურწმენებისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი საზოგადოებების მშენებლობაში და მათთვის სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში. ქალთა უფლებების დამცველების მიმართ მუქარა და შევიწროება საჭიროებს პრევენციას, გამოძიებასა და სანქცირებას. ამასთანავე უნდა მოხდეს მათი სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების ხელშესაწყობად გაწეული ძალისხმევის წახალისება და მხარდაჭერა.

ქალთა და გოგონების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სრული რეალიზაციისთვის, წევრი ქვეყნებისათვის ჩემი რეკომენდაციები შემდეგია:

ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების უზრუნველყოფის გარანტირება;

კონტრაცეფციის ხელმისაწვდომობის და კონტრაცეფციის შესახებ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველოყოფა;

არსებული ბარიერებისა და შეზღუდვების აღმოფხვრა ხარისხიანი აბორტის სერვისზე ხელმისაწვდომობის გარანტირებისთვის, აბორტის შესახებ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდების ჩათვლით;

დისკრიმინაციისა და ძალადობისგან თავისუფალი, ღირსეული და მგრძნობიარე გინეკოლოგიური და სამეანო სერვისების უზრუნველყოფა;

ეფექტიანი ზომების დანერგვა დისკრიმინაციის ინტერსექციული ფორმების დასაძლევად, რომლებიც ზღუდავს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობით და უფლებებით თანაბარ სარგებლობას;

სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვაში რეგრესის პრევენცია და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების გაუმჯობესებაზე მომუშავე ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფა.“

სტრასბურგი, საფრანგეთი 8 მარტი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge