Back იმიტირებული სასამართლო პროცესის გამარჯვებული სტუდენტები სტრასბურგში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ

იმიტირებული სასამართლო პროცესის გამარჯვებული სტუდენტები სტრასბურგში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ

5–7 ნოემბერს, ევროპის სოციალური ქარტიის (ESC) 2025 წლის იმიტირებული სასამართლო პროცესის გამარჯვებული გუნდი სტრასბურგს ესტუმრა და მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოში გამართულ სასწავლო ვიზიტში. სტუდენტებმა პრაქტიკული ცოდნა მიიღეს სოციალური და ეკონომიკური უფლებების შესახებ და გაეცნენ ქარტიის მონიტორინგის მექანიზმების მუშაობას.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ისინი დაესწრნენ სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტის (ECSR) სხდომებს და თემატურ სესიებს სოციალური უფლებების დეპარტამენტთან - ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, შრომისა და პროფკავშირის უფლებების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ. ამ შეხვედრებმა სტუდენტებს საშუალება მისცა გაეაზრებინათ, როგორ გამოიყენება ევროპის სოციალური ქარტიის სტანდარტები პრაქტიკაში.

სტუდენტებმა ასევე მოინახულეს ევროპის პარლამენტი, მონაწილეობა მიიღეს 2025 წლის დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში და შეხვდნენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოღვაწე ქართველ იურისტს. ამ გამოცდილებამ გააღრმავა მათი ცოდნა ევროპის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტების მუშაობისა და თანამედროვე მმართველობითი საკითხების შესახებ.

სასწავლო ვიზიტმა მონაწილეებს შესძინა კონკრეტული ცოდნა, ქარტიის სისტემის პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიული კავშირები, რომლებიც დაეხმარებათ მომავალში საქართველოში სოციალური უფლებების ხელშეწყობასა და ამ სტანდარტების პოპულარიზებაში.
როგორც ერთ-ერთმა სტუდენტმა აღნიშნა, ევროპული ინსტიტუტების მუშაობის საკუთარ თვალით დანახვამ კიდევ უფრო გააძლიერა მათი მოტივაცია, ხელი შეუწყონ ამ ღირებულებების გავრცელებას ეროვნულ დონეზე.

სასწავლო ვიზიტი ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის სოციალური და ეკონომიკური უფლებების განმტკიცება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი წარმოადგენს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027წწ სამოქმედო გეგმის ნაწილს.

სტრასბურგი, საფრანგეთი 5-7 ნოემბერი, 2025 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge