Back მედია გარემოს გაუმჯობესება არჩევნების დროს

მედია გარემოს გაუმჯობესება არჩევნების დროს

2024 წლის 25-26 მარტს გამართულ კონფერენციაზე - „მედია და საარჩევნო პროცესები: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები“ - მედიასაშუალებებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა იმსჯელეს საარჩევნო პროცესების დროს მედია გარემოს გაუმჯობესებისათვის საჭირო სამომავლო ნაბიჯებზე. ევროპის საბჭო აგრძელებს მედიასაშუალებებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს შორის არსებული საკომუნიკაციო პლატფორმის მხარდაჭერას.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, სვეტისლავ პაუნოვიჩმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს საარჩევნო პროგრამების კოორდინატორმა, ფრანკ დეშლერმა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს  საარჩევნო პროცესებში მედია საშულებების როლის მნიშვნელობას, მათ შორის, პლურალიზმის, მრავალფეროვნებისა და მოქალაქეთა ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობის აუცილებლობას მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.

კონფერენციას ესწრებოდნენ ჟურნალისტები, სარედაქციო განყოფილებების ხელმძღვანელები და პროდიუსერები წამყვანი მედია საშუალებებიდან. მათ შორის იყვნენ წარმომადგენლები შემდეგი ტელეარხებიდან, რადიო და ონლაინ პლატფორმებიდან: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლი, ტვ იმედი, ტვ პალიტრ, ტვ პირველი, რუსთავი 2-ი, პალიტრანიუსი, ინტერპრესნიუსი, პალიტრა, ფორტუნა, ტაბულა. მონაწილეებმა, სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს საარჩევნო პროცესების გაშუქება და ციფრული ეპოქა, არჩევნები და მედიის მხარდაჭერა, გენერირებული ხელოვნური ინტელექტი და მისი გავლენა არჩევნებზე, არჩევნების დღე და ანგარიშგება, ეგზიტპოლები და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, არჩევნების დღის შემდგომი გაშუქება, დეზინფორმაციასთან ბრძოლა და საარჩევნო კამპანია და სხვა. საარჩევნო ადმინისტრაციამ ასევე წარმოადგინა ახალი ელქტრონული აპარატები, რომელთა გამოყენებით გაიმართება მომავალი საპარლამენტო არჩევნები.

კონფერენციამ ცხადყო საარჩევნო ადმინისტრაციასა და მედია საშუალებების წარმომადგენლებს შორის დიალოგის პლატფორმის ეფექტიანობა, რამაც ორივე მხარეს საშუალება მისცა განეხილათ მედია გარემოსთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის შესაძლო გზები, სამომავლო ნაბიჯები საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის ხელშესაწყობად. ჟურნალისტებმა ხაზი გაუსვეს მედიის წარმომადგენლებსა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას შორის არსებული კომუნიკაციის პლატფორმის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანი და  კონკურენტული საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას.

 

კონფერენცია ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში, პროექტის მხარდაჭერით. პროექტი ფინანსდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

თელავი, საქართველო 25-26 მარტი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge