Back სემინარი: ახალი მედიის თვითრეგულაციის სტანდარტები

სემინარი: ახალი მედიის თვითრეგულაციის სტანდარტები

2016 წლის 29 თებერვალსა და პირველ მარტს ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის საბჭოსთან ერთადს აწყობს სემინარს.

ორდღიანი სემინარი მიზნად ისახავს წამყვანი ქართველი ჟურნალისტებისა და მედია პროფესიონალებისათვის ეთიკური სტანდარდებისა და მედიის გამავრცელებეთა პასუხისმგებლობის შესახებ ევროპის საბჭოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებისა და პრაქტიკის გაცნობას. სემინარის ფაგრლებში განხილული იქნება ევროპის წამყვანი თვითრეგულაციიის ორგანიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

პრეზენაციები ჩატარდება ევროპის საბჭოს ექსპერტებისა და საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის და მედიის სფეროს წარმომადგნელების მიერ.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის კავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის გაძლიერების“ ფარგლებში. პროექტის იმპლემენტაცია 2015 წლის იანვარში დაიწყო და მთავარი მიზანია მედიის თავისუფლების, დამოუკიდებლობის, პლურალიზმისა და მრავალფეროვნების გაძლიერება; მედია კანონმდებლობის და ნორმების მიმოხილვა და მათი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, მათ შორის მედია სექტორის წარმომადგენებისათვის, როგორც ეთიკური სტანდარტების,  საკანომდებლო სფეროს იმპლემენტაციის, სამართლებრივი დაცვის საშუალებებისა, ასევე ჟურნალისტთა უსაფრთხოების გაძლიერება.

headline 29 თებერვალი - 1 მარტი, 2016
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge