Back დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა: ახალგაზრდები მსჯელობენ საარჩევნო უფლებებსა და საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობაზე

დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა: ახალგაზრდები მსჯელობენ საარჩევნო უფლებებსა და საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობაზე

საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, მათ შორის რეგიონებიდან, 30-ზე მეტი სტუდენტი და ახალგაზრდა ლიდერი შეიკრიბა სამდღიან სამუშაო შეხვედრაზე „ჩემი ხმა დემოკრატიაში“, რომელიც ევროპის საბჭოს მიერ იყო ორგანიზებული.

ღონისძიებამ ახალგაზრდებს მისცა შესაძლებლობა, გაეღრმავებინათ ცოდნა საარჩევნო პროცესების, ადამიანის უფლებათა სტანდარტებისა და დემოკრატიულ პროცესებში აქტიური მონაწილეობისთვის საჭირო ინსტრუმენტების შესახებ.

სამუშაო შეხვედრაზე ახალგაზრდებმა იმსჯელეს  სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობასა და მათ როლზე , დემოკრატიული მდგრადობის განმტკიცებისათვის. შეხვედრაზე ექსპერტების პრეზენტაციებისა და ჯგუფური სამუშაობის საშუალებით,  ახალგაზრდებმა სიღრმისეულად განიხილეს საარჩევნო პროცესების მიუკერძოებლობასა და ამომრჩეველთა უფლებების განხორცილებასთან დაკავშირებული გამოწვევები.

მონაწილეებმა იმსჯელეს  ახალგაზრდების როლზე როგორც ამომრჩევლებმა, როგორც ამომრჩეველთა განმანათლებლებმა ან არჩევნებზე შესაძლო დამკვირვებლებმა, მათ შორის ციფრული ტექნოლოგიებით გამართულ არჩევნებზე. შეხვედრის მთავარი თემა, ასევე, იყო  საარჩევნო საკითხებზე საერთაშორისო და ევროპის საბჭოს სტანდარტებისა და კარგი პრაქტიკის მიმოხილვა. სესიებზე ასევე განხილულ იქნა საარჩევნო დარღვევები, ინფორმირებული არჩევანის მნიშვნელობა და  არსებული გამოწვევები და დარღვეული საარჩევნო უფლებების დაცვის მექანიზმები .

ახალგაზრდებმა, ასევე, გაიღრმავეს ცოდნა საარჩევნო საკითხებზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს (ECHR) პრეცედენტული სამართლის შესახებ.

სამუშაო შეხვედრა ორგანიზებულია ევროპის საბჭოს საარჩევნო პროექტის ფარგლებში “Supporting Transparency, Inclusiveness and Integrity of Electoral Practice and Process in Georgia”, ღონისძიებამ წარმოაჩინა ახალგაზრდების მნიშვნელოვანი როლი საარჩევნო პროცესებში, ინკლუზიური, ანგარიშვალდებული და თანამონაწილეობითი დემოკრატიას განვითარებაში.

ბათუმი, საქართველო 28-30 ივლისი, 2025 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge