Back ქალთა უფლებადამცველების გაძლიერება საქართველოში - მაღალი დონის შეხვედრა თბილისში

ქალთა უფლებადამცველების გაძლიერება საქართველოში - მაღალი დონის შეხვედრა თბილისში

სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მაღალი დონის შეხვედრაზე შეიკრიბნენ. მათი ბრძოლა, შენი მომავალი - ამ სახელწოდებით  გამართული ღონისძიება მიეძღვნა ქალთა უფლებადამცველების დაცვასა და გაძლიერებას საქართველოში. შეხვედრამ ხაზი გაუსვა ქალთა უფლებადამცველების მნიშვნელოვან როლს ქვეყანაში გენდერული თანასწორობის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური სამართლიანობის ხელშეწყობაში.

შეხვედრაზე გახსნითი სიტყვით გამოვიდნენ ნატალია ვუტოვა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში და დიდიე ტღებიუკი, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი. მისასალმებელ სიტყვას შეუერთდნენ: ნორვეგიის ელჩი საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდი; შვეიცარიის ელჩი საქართველოში ჰაიდი გრაუ; და ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი. მათ, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვეს ქალთა უფლებადამცველების საქმიანობის მნიშვნელობას საქართველოში და ისაუბრეს მათი მუშაობისთვის უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემოს შექმნის აუცილებლობაზე.

აუდიტორიას სიტყვით მიმართა ასევე საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ, რომელმაც აღნიშნა სახელმწიფოს ვალდებულება რომ დაიცვას ქალთა უფლებადამცველები და ხელი შეუწყოს მათ საქმიანობას.

შეხვედრის განმავლობაში, თავად უფლებადამცველებმა გააზიერეს საკუთარი გამოცდილება, და განიხილეს ის გამოწვევები, რომლებსაც ისინი აწყდებიან თავიანთ საქმიანობაში. მათ ასევე ისაუბრეს არსებული გამოწვევების შესაძლო გადაჭრის გზებზე და უფლებადამცველებს შორის სოლიდარობის აუცილებლობაზე. მათ ხაზი გაუსვეს ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობას და სტრატეგიების შემუშავებას რისკების დასაძლევად. “მჯერა, რომ მეტი უფლებადამცველი გვჭირდება, ბევრი ახალი ადამიანი სფეროში, რომ ერთმანეთი გავაძლიეროთ, მხარი დავუჭიროთ, და შრომა დავინაწილოთ. ასევე, დღევანდელ ვითარებაში აუცილებელია გადაწვის საწინააღმდეგო პროგრამები, იქნება ეს ფსიქოლოგიური კონსულტაციები თუ თანასწორთა მხარდაჭერა,” აღნიშნა ესმა გუმბერიძემ, ქართველმა უფლებადამცველმა.

დისკუსიების დროს მონაწილეებმა განიხილეს ქალთა უფლებადამცველების უფლებრივი მდგომაროება გლობალურ და ადგილობრივ კონტექსტში, მათ შორის ისაუბრეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ქალ უფლებადამცველთა დაცვის შესახებ ევროპაში. ჯორჯიო ლოდდომ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანასწორობისა და ანტი-დისკრიმინაციული კომიტეტის მდივანმა, აღნიშნა, რომ რეზოლუცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქალთა უფლებადამცველების მნიშვნელოვან როლს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაში და ადამიანის უფლებების, მათ შორის სხვადასხვა უმცირესობების უფლებების დაცვაში, განსაკუთრებით, იმ მზარდი გამოწვევების ფონზე, როგორებიცაა სამოქალაქო სივრცის შეზღუდვა, და უფლებადამცველების მიმართ განხორციელებული შევიწროება როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურად. რეზოლუცია მოუწოდებს ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს უზრუნველყონ უფლებადამცველების სამართლებრივი დაცვა, და მათთვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემოს შექმნა.

მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს ქალთა უფლებადამცველების მიმართ შევიწროების გლობალურ ტენდენციებზე. მათ აღნიშნეს, რომ უფლებადამცველები ხშირად არიან თავდასხმის მსხვერპლები სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის ანტი-გენდერული მოძრაობებიდან, ავტორიტარული რეჟიმებიდან, პატრიარქალური რელიგიური ინსტიტუტებიდან, თემის ლიდერებიდან და მემარჯვენე ჯგუფებიდან. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, შეხვედრის მონაწილეებმა გააზიარეს იმ სტრატეგიების მაგალითები, რომლებიც წარმატებით მუშაობს უფლებადამცველების მხადასაჭერად.

როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ, „სოლიდარობის თემის” თანადამფუძნებელმა ჰურიე აბაშიძემ, აღნიშნა: “იყო ქალი უფლებადამცვრლი ნიშნავს უმკლავდებოდე უამრავ დაბრკოლებას და წინააღმდეგობას. მაგრამ ამავდროულად იყო ძალიან ბევრი უთქმელი ისტორიის საზოგადოებასთან მიმტანი, სხვა ქალებისთვის ძალა და მოტივაცია, იმედი რომ მათთან ერთად შეძლებ ცვლილებების მოტანას.”

მაღალი დონის შეხვედრა გენდერის თემატურ ჯგუფთან პარტნიორობითა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარდება. ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის “კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის  საქართველოში” და ევროპის საბჭოს პროექტის „გენდერული თანასწორობის განმტკიცება და GREVIO-ს რეკომენდაციების იმპლემენტაცია საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად“ ფარგლებში ხორციელდება.

თბილისი, საქართველო 29 ნოემბერი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge