Back ვაძლიერებთ უფლებადამცველთა მომავალ თაობას - ევროპის საბჭომ საზაფხულო სკოლას უმასპინძლა

ვაძლიერებთ უფლებადამცველთა მომავალ თაობას - ევროპის საბჭომ საზაფხულო სკოლას უმასპინძლა

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის სპეციალობის 42 სტუდენტმა საზაფხულო სკოლაში მიიღო მონაწილეობდა. სატრენინგო პროგრამა მონაწილეების ადამიანის უფლებების საკითხებთან დაკავშირებული ცოდნის გაღრმავებასა და მათი  ადვოკატირების უნარ-ჩვევების გაძლიერებას ისახავდა მიზნად.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ ევროპის საბჭოს როლს ადამიანის უფლებების დაცვაში, რაც რა თქმა უნდა მოიცავდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ უფლებებსა და თავისუფლებებს. შვიდდღიანი ინტენსიური პროგრამა, ასევე მოიცავდა ადამიანის უფლებების დაცვის ისეთ ძირითად საკითხებს, როგორიცაა სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, აგრეთვე გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება.

სესიები დაეთმო არა მარტი მონაწილეთა თეორიული ცოდნის გაღრმავებას, არამედ მათი პრაქტიკული უნარების განვითარებას სასამართლო ორგანოების წინაშე საქმეების მომზადებასა და წარდგენაში. პროგრამის პრაქტიკული ნაწილი იმიტირებულ სასამართლოს წარმოადგენდა, სადაც სტუდენტებმა მოსამართლეთა კოლეგიის წინაშე წარადგინეს საქმეები და კონსტრუქციული შეფასება მიიღეს.

სკოლის პროგრამა ასევე მიზნად ისახავდა მონაწილეთა კომუნიკაციის უნარების გაძლიერებას. ჯგუფური აქტივობებისა და დისკუსიების საშუალებით, სტუდენტებმა ისწავლეს ეფექტიანად თანამშრომლობა, ჯგუფურ დინამიკაში ნავიგაცია და დამაჯერებლად კომუნიკაცია ადამიანის უფლებების დაცვის კონტექსტში.

“ჩემი მოლოდინები ტრენინგთან დაკავშირებით გაორმაგებულად გამართლდა, ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებზე აქ მიღებული ცოდნა  და პრაქტიკული გამოცდილება ძალიან დამეხმარება სამომავლო პროფესიულ საქმიანობაში. სულ სხვა კუთხით დავინახე ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები,” გაგვიზიარა საზაფხულო სკოლის ერთ-ერთმა მონაწილემ.

საზაფხულო სკოლის მონაწილეების შეირჩევა მათი აკადემიური მიღწევების და არასამთავრობო სექტორში უკვე გაწეული საქმიანობის გათვალისწინებთ მოხდა.  თვითონ ღონისძიება კი საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობის ფართო ძალისხმევის ნაწილია.

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში - ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერება საქართველოს სამართალდამცავ უწყებებში. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს საპოლიციო მოვალეობების ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისად განხორციელების; არასრულწლოვან მსხვერპლთა და დამნაშავეთა მოპყრობის; პოლიციის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ეფექტიანად გამოძიებისა და პოლიციის მხრიდან არასათანადო ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიან საშუალებებთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრას. იგი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024 – 2027 სამოქმედო გეგმის ფარგლებში ხორციელდება. 

ერთად, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდასაჭერად.

ლოპოტა, საქართველო 19-26 ივლისი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge