Back ევროპის საბჭომ ქართველი ექსპერტები სკოლებში მონაწილეობითი ბიუჯეტირების დანერგვისთვის მოამზადა

ევროპის საბჭომ ქართველი ექსპერტები სკოლებში მონაწილეობითი ბიუჯეტირების დანერგვისთვის მოამზადა

საქართველოში დემოკრატიული ჩართულობის ხელშეწყობის უწყვეტი ძალისხმევის ფარგლებში, ევროპის საბჭოს მრავალდონიანი მმართველობის ექსპერტიზის ცენტრმა 2025 წლის 30 ივნისს-1 ივლისის პერიოდში ორგანიზება გაუწია სასკოლო მონაწილეობითი ბიუჯეტირების (SPB) სიმულაციურ ტრენინგს. ღონისძიებამ გააერთიანა სამოქალაქო ჩართულობის მიმართულებით  მომუშავე ადგილობრივი ექსპერტები, რომლებმაც უკვე გაიარეს ტრენერთა ტრენინგი SPB მეთოდოლოგიაში. ტრენინგების სიმულაციამ მონაწილეებს დამატებით მისცა შესაძლობა, გამოეცადათ თავიანთი უნარები პრაქტიკაში.

სიმულაციის დროს მონაწილეები ჩაერთნენ ინტერაქტიულ სავარჯიშოებში, რომლებიც განასახიერებდნენ SPB-ის სრულ ციკლს ციფრული პლატფორმებისა და ბიუჯეტის ინსტრუმენტების მომზადებიდან დაწყებული, ევროპის საბჭოს CivicLab-ისა და UChange-ის ინსტრუმენტების გამოყენებით, მოსწავლეთა მონაწილეობის სიმულაციით დამთავრებული. ტრენინგზე გამოყენებული იყო „სწავლა კეთებით“ მეთოდოლოგია, რამაც ექსპერტები აღჭურვა SPB-ის რეალურ სასკოლო გარემოში განსახორციელებლად საჭირო კომპეტენციებით. ტრენინგის მონაწილეები მზად არიან გამოიყენონ ეს ცოდნა სკოლებში, რათა ხელი შეუწყონ ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერებას ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად.

ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მიერ, ევროპის საბჭოს 2024-2027 საქართველოს სამოქმედო გეგმის და პროექტის „მონაწილეობითი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

კახეთი, საქართველო 30 ივნისი - 1 ივლისი, 2025 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge