Back ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა 2024/2025 წლებში განხორციელებული ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპულმა კომიტეტმა (CPT) საქართველოში პერიოდული ვიზიტის შესახებ (2024 წლის 18-29 ნოემბერი და 2025 წლის 21-22 იანვარი) ანგარიში და საქართველის ხელისუფლების პასუხი გამოაქვეყნა.
ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა 2024/2025 წლებში განხორციელებული ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ შეაფასა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირების მიმართ მოპყრობა და დამცავი მექანიზმები, მათ შორის 2024 წლის 29 ნოემბრიდან მიმდინარე საჯარო დემონსტრაციების დროს დაკავებული პირების მიმართ. დელეგაციამ, ასევე, შეაფასა რამდენიმე საპატიმროსა და სამ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული პირობები, მოპყრობა, საცხოვრებელი პირობები და სამართლებრივი  დაცვის შესაძლებლობა  არანებაყოფლობითი ჰოსპიტალიზაციის დროს. 

2024 წლის 28 ნოემბრამდე დაკავებული პირებიდან გამოკითხულმა უმრავლესობამ, რომლებსაც მოუწიათ პოლიციის განყოფილებაში მოხვედრა, განაცხადეს, რომ პოლიციაში მათ სათანადოდ  მოეპყრნენ. ამის საპირისპიროდ, CPT-მ მრავალი  შეტყობინება  მიიღო არასათანადო მოპყრობის შესახებ იმ პირებისგან, რომელთა დაკავებაც მოხდა 2024 წლის 29 ნოემბერს, თბილისში დემონსტრაციების დროს.  გამოკითხულ პირთა უმეტესობას თვალსაჩინო დაზიანებები აღენიშნებოდა, მათ შორის ზოგიერთი - მწვავე და მოითხოვდა გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას. მათ აღწერეს პოლიციის ქცევაში გამოკვეთილი მიდგომა დემონსტრაციების დროს: პოლიციელები, ნიღბებსა და ე.წ. ჰუდებში, რომელთა ამოცნობა შეუძლებელი იყო, ჯგუფებად იჭერდნენ ადამიანებს, მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ემუქრებოდნენ. მეტიც, ცემის ფაქტები განმეორებით ხდებოდა, რამოდენიმე ოფიცრის მიერ, ერთდროულად, მათ შორის მაშინაც, როდესაც დაკავებულ პირებს ხელები ზურგს უკან ჰქონდათ შეკრული. თითქმის ყველა შემთხვევაში, ძალადობა სრულდებოდა მაშინ, როდესაც დაკავებული პირები გადაეცემოდნენ უნიღბო პოლიციის ოფიცრებს.

CPT კიდევ ერთხელ იმეორებს მის დიდი ხნის რეკომენდაციას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს პოლიციის მხრიდან პირის დაკავების დროს პროპორციული ძალის გამოყენება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისას. პოლიციის კონტროლის ქვეშ მყოფი პირების მიმართ ძალადობის არც ერთ ფორმას არ შეიძლება ჰქონდეს გამართლება. კომიტეტმა ხაზი გაუსვა ტრენინგის საჭიროებას  მასობრივი კონტროლის ტექნიკებში და აუცილებლობას, რომ  დემონსტრაციების დროს, ნიღბებით აღჭურვილ სამართალდამცავებს უჩანდეთ საიდენტიფიკაციო დოკუმენტი.

CPT-ის 2018 წლის ანგარიშში აღინიშნა გამოწვევა დაუსჯელობის კუთხით და დაფიქსირდა შეშფოთება პოლიციის მიერ გადაცდომების გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმება და მისი ფუნქციების პროკურატურისათვის გადაცემა შეშფოთების საგანს წარმოადგენს. კომიტეტის მრავალწლიანი რეკომენდაცია იყო დამოუკიდებელი მექანიზმის ჩამოყალიბება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოსაძიებლად. დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს გაუქმება, მისი გაძლიერების ნაცვლად, საპირისპირო მიმართულებით სვლას წარმოადგენს.

CPT ეწვია ლაითურის №1, №8 და ქსნის №15 პენიტენციურ დაწესებულებებს და ციხის საავადმყოფოს (№18 პენიტენციური დაწესებულება) გლდანში, ასევე, ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებას (წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებთან გასასაუბრებლად). სასჯელაღსრულების სისტემა, ზოგადად, არ იყო გადატვირთული, თუმცა ადგილობრივი გადატვირთულობა შეინიშნებოდა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა პენიტენციური დაწესებულება დარჩეს დადგენილ ტევადობაში თითო პატიმარზე 4 კვ. საცხოვრებელი სივრცის სტანდარტზე დაყრდნობით მრავალადგილიან საკნებში. 

არანაირი პროგრესი არ მიღწეულა ნახევრად ღია ციხეების (ე.წ. „ზონების“) დახურვის მიმართულებით, სადაც გადატვირთულობა, პატიმრების განაწილების სათანადო პოლიტიკის არარსებობა, პატიმრებს შორის ძალადობა, პატიმრების არაფორმალური იერარქიის გავლენა, არასაკმარისი აქტივობები და ძალიან მცირე რაოდენობის თანამშრომლები მუდმივი პრობლემაა.  CPT-მ ხაზი გაუსვა ამ დაწესებულებების ჩანაცვლების აუცილებლობას უფრო პატარა, მოქნილი ციხეებით, რომლებიც ორიენტირებულია რეაბილიტაციასა და ინდივიდუალურ აქტივობებზე, თანამშრომელთა მეტი რაოდენობით .

CPT-ს პერსონალის მხრიდან პატიმრების მიმართ  არასათანადო ფიზიკური მოპყრობის შესახებ ინფორმაცია არ მიუღია და დახურული ტიპის ციხეებში (№1,№2,№8) პატიმრებს შორის ძალადობის შემთხვევებიც იშვიათი იყო. ამის საპირისპიროდ, ღია საკნისა და პერსონალის დაბალი წარმომადგენლობით, №15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრებს შორის ძალადობის შემთხვევებსა და პატიმრების არაფორმალური მუდმივ იერარქიას უფრო ხშირი სახე ჰქონდა. კომიტეტმა მოუწოდა ხელისუფლებას, გააძლიეროს ზომები მსგავსი ძალადობისა და დაშინების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით ნახევრად ღია ტიპის ციხეებში.

საქართველოში ციხის რეჟიმების განვითარებაში რეალური პროგრესის არარსებობა ხელისუფლების ნამდვილ ჩავარდნას წარმოადგენს. პატიმრებს, როგორც წესი, არ ჰქონდათ საკნის გარეთ ორგანიზებული აქტივობები, ბევრი მათგანი დღეში 23 საათამდე იყო ჩაკეტილი საკნებში - გარდა მე-15 დაწესებულების პატიმრებისა. გარდა ამისა, ბევრი პატიმარი თვეების, თუ არა წლების განმავლობაში, იმყოფებოდა სამარტოო საკანში, ძალიან შეზღუდული ადამიანური კონტაქტით და ხშირად მუდმივი ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ. ეს მიუღებელია. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს მიზანმიმართული აქტივობების პროგრამები ყველა პატიმრისთვის და უზრუნველყოს რისკის შეფასებისა და ინდივიდუალური სასჯელის დაგეგმვის ზომების სრული განხორციელება, როგორც ეს გათვალისწინებულია სასჯელაღსრულების კოდექსით.

ციხის ჯანდაცვის სერვისები, ზოგადად, კარგად ფასდება, საფუძვლიანი სამედიცინო შემოწმებით და დაზიანებების სათანადო აღრიცხვით. თუმცა, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა არასაკმარისი იყო და დამოკიდებულების მქონე პატიმრებისადმი მიდგომა ძირითადად დეტოქსიკაციით შემოიფარგლებოდა, ხოლო შემანარჩუნებელ თერაპიაზე, როგორიცაა MOUD (ოპიოიდური მოხმარებით გამოწვეული აშლილობის სამკურნალო მედიკამენტები) წვდომა -  არასაკმარისი.

ყველა მონახულებულ ციხეში შეინიშნებოდა პერსონალის მწვავე ნაკლებობა, მათ შორის ციხის რეჟიმის და სოციალური მუშაკების, რაც შეუძლებელს ხდის ადეკვატური რეჟიმის შემუშავებას.№15 პენიტენციურ დაწესებულებაში ადმინისტრაცია და პერსონალი იძულებული იყო დაყრდნობოდა პატიმრებს გარკვეული საპატიმრო ამოცანების შესრულებაში. აღნიშნულს CPT სრულიად მიუღებლად მიიჩნევს.  

კომიტეტი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ყველა პატიმარს უნდა ჰქონდეს სულ მცირე, კვირაში ერთი საათი ვიზიტის დრო და დაწესებულებები ვიზიტისათვის ისე უნდა გაუმჯობესდეს, რომ  წესისამებრ, შესაძლებელი იყოს ღია ვიზიტის განხორციელება. 

CPT ეწვია თბილისის ფსიქიკური  ჯანმრთელობის ცენტრს (თბილისის ფსიქიატრიულ დაწესებულებას) და ფსიქიატრიულ ჰოსპიტალს ხელვაჩაურსა (ბათუმის სამედიცინო ცენტრი) და ქვიტირში(ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი). პერსონალის მხრიდან პაციენტების მიმართ ბოლო დროს არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა და პაციენტებს შორის ძალადობის იშვიათი შემთხვევები  პერსონალის შესაბამისი მეთვალყურების ქვეშ იყო. როგორც ქვიტირის, ისე ხელვაჩაურის საავადმყოფოები გარემონტდა, შესაბამისი საცხოვრებელი პირობებით. თუმცა, თბილისის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პირობები გადაუდებელ გაუმჯობესებას მოითხოვს და შეიძლება დამამცირებელიც ეწოდოს. პაციენტების საცხოვრებელი პირობები ამ ჰოსპიტალში მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს.

ფსიქიატრიული მზრუნველობა ძირითადად პირველი თაობის ანტიფსიქოზურ პრეპარატებს ეყრდნობოდა, რაც გვერდითი მოვლენების რისკს ქმნიდა. CPT-ს რეკომენდაციაა მათი გამოყენების შემცირება და ახალი თაობის მედიკამენტებზე გადასვლა, საჭიროებისამებრ.  თერაპიული და სარეაბილიტაციო აქტივობები ძალიან შეზღუდული იყო, სხვა საკითხებთან ერთად, პერსონალის დეფიციტის გამო. ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და ავტონომიის მოსამზადებლად  საჭიროა მეტი ფსიქოლოგის, ოკუპაციური თერაპევტების, ექთნის და დამხმარე პერსონალის მხრიდან მხარდაჭერა. მპაციენტებს, როგორც წესი, მაინც უწევდათ არა-გადაუდებელი სომატური ჯანდაცვისთვის გადახდა, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს შეფასებასა და მკურნალობაზე. გარდა ამისა, ყველა პაციენტისთვის უნდა გაფართოვდეს ღია ცის ქვეშ აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობა, შეუზღუდავი ფიზიკური ვარჯიშის უზრუნველსაყოფად, იმ შემთხვევაში, თუ ეს შესაძლებელია.

შეზღუდვის დაწესების პრაქტიკა, ზოგადად, პროპორციული და გადაუჭარბებელი  ჩანდა, თუმცა ქიმიური შეზღუდვის შემთხვევები სათანადოდ არ იყო აღრიცხული. CPT მოუწოდებს ყველა ფსიქიატრიულ დაწესებულებას შეზღუდვის საშუალებების შესახებ მისი სტანდარტების თანმიმდევრული განხორციელებისკენ.

ძალიან ცოტა „სამოქალაქო“ პაციენტს ჰქონდა იძულებითი მოთავსების ოფიციალური ბრძანება, მაგრამ ბევრ „ნებაყოფლობით“ პაციენტს ჰქონდა დე ფაქტოდ შეზღუდული თავისუფლება და ჩაკეტილი პალატებიდან გასვლა არ შეეძლოთ, ასევე, ვერ სარგებლობდნენ იძულებითი პაციენტების სამართლებრივი დაცვის უფლებით. გადაუდებელი ნაბიჯებია გადასადგმელი სამართლებრივი დაცვის უფლების უზრუნველსაყოფად. ექსპერტიზით დადასტურებული ფსიქიატრიული პაციენტებისთვის, შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, როგორც წესი, დაცული იყო, თუმცა, ზომებია გასატარებელი განთავსების განხილვის პროცესის დროს დამოუკიდებელი ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის.

პაციენტები ხშირად თვლიდნენ თავს ვალდებულად, დათანხმებულიყვნენ მკურნალობას, ამიტომ, მათი თანხმობა არ შეიძლება  ჩაითვალოს ჭეშმარიტად ინფორმირებულად. CPT-თვის, ყველა ფსიქიატრიულ პაციენტს, ნებაყოფლობითსა თუ არანებაყოფლობითს, „სამოქალაქო“ თუ ექსპერტიზით მოთავსებულს, სრული თუ შეზღუდული იურიდიული შესაძლებლობით, მკურნალობაზე ინფორმირებული და თავისუფალი თანხმობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს პაციენტების უფლებების შესახებ საინფორმაციო ბროშურების სისტემატიური გაცემა ყველა პაციენტისთვის (მათი ოჯახებისათვის/მზრუნველებისათვის) მიღების დროს. გარე სამყაროსთან კონტაქტი პრაქტიკაში დამაკმაყოფილებელი იყო, განსაკუთრებით, ოჯახის ვიზიტების მიმართულებით.

თავის პასუხში, საქართველოს ხელისუფლება გვაწვდის ინფორმაციას და აღწერს CPT-ის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე რეაგირების მიზნით გატარებულ ზომებს.

18 თებერვალი, 2026 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge