Back საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდა ინოვატორების შესარჩევი კონკურსი ცხადდება

საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდა ინოვატორების შესარჩევი კონკურსი ცხადდება

თუ ხარ 18-29 წლის, გაინტერესებს დემოკრატია, ადამიანის უფლებები და საკუთარ თემში რეალური ცვლილებების მოხდენა;

თუ გაქვს სურვილი, დაუკავშირდე სხვა ახალგაზრდა თანამოაზრეებს, ისწავლო წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან და საკუთარი რეგიონი უკეთესობისკენ შეცვალო, ევროპის საბჭო საქართველოს ყველა რეგიონიდან, განსაკუთრებით სასოფლო, მთიანი, შორეული ან უმცირესობებით დასახლებული თემებიდან ახალგაზრდებს საინტერესო შესაძლებლობას სთავაზობს - შენ გაქვს შანსი გახდე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ახალგაზრდული ლაბორატორიის წევრი.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 13 ივლისი 2025, 23:59 საათი

სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/VSmDFhWzfF8uCn7V8
საზაფხულო ბანაკის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე შეგიძლიათ, იხილოთ აქ.

ინიციატივას ახორციელებს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი, ევროპის საბჭოს 2024-2027 საქართველოს სამოქმედო გეგმის და პროექტის „მონაწილეობითი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

გაქვთ კონკურსზე ზოგადი კითხვები ან/და სააპლიკაციო ფორმაზე წვდომასთან დაკავშირებით პრობლემებს წააწყდით? მოგვწერეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე.

თბილისი, საქართველო 27 ივნისი, 2025 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge