Back მოწვევა ტენდერზე - პროექტი „გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის მხარდაჭერა საქართველოში“

მოწვევა ტენდერზე - პროექტი „გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის მხარდაჭერა საქართველოში“

ევროპის საბჭოს პროექტი გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის მხარდაჭერა საქართველოში აცხადებს ტენდერს ადგილობრივ საკონსულტაციო მომსახურებაზე პროექტთან დაკავშირებული აქტივობების შეფასებისათვის, კერძოდ:

  • პროექტის აქტივობების შედეგების შეფასება, აქტივობამდელი და აქტივობის შემდგომი შეფასებების/კითხვარების ანალიზის გზით, ისევე როგორც მოკლე შემაჯამებელი ანგარიშების მიწოდება
  • არსებული კითხვარების შესაბამისობის, სიცხადისა და ეფექტურობის შესახებ კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში, უკვე განხორციელებული შეფასებების შედეგებზე დაყრდნობით, რეკომენდაციების გაზიარება
  • მონაცემთა შეგროვების დამატებითი ინსტრუმენტების შემუშავება და შეთავაზება, პროექტის საბოლოო ფაზაში დაგეგმილ აქტივობებზე მორგებული  პროფილური კითხვარების ჩათვლით
  • ყოვლისმომცველი უკუკავშირის ინსტრუმენტების (მაგ., გამოკითხვების ან ინტერვიუს სახელმძღვანელოების და ა.შ.) შემუშავება, რომლებიც მიზნად ისახავს პროექტის საერთო გავლენის შეფასებას ძირითად დაინტერესებულ მხარეებსა და პარტნიორებზე
  • სამიზნე ჯგუფებისა და ძირითადი დაინტერესებული მხარეებისგან მიღებული უკუკავშირის კონსოლიდირებული ანალიზის მიწოდება, ტენდენციების, ხარვეზების და გამოცდილებიდან მიღებული გაკვეთილების იდენტიფიცირება
  • მოთხოვნის შემთხვევაში, პროექტის დარჩენილი აქტივობებისთვის ახალი ან განახლებული წინასწარი და შემდგომი კითხვარების შემუშავება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი პროექტის მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებთან შესაბამისობა
  • გენდერული პერსპექტივის და სხვა ჰორიზონტალური საკითხების ასახვის უზრუნველყოფა შეფასების ყველა ინსტრუმენტსა და შედეგში
  • შეასრულოს სხვა შესაბამისი სამუშაოები ან უზრუნველყოს დოკუმენტაცია, რაც შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს ევროპის საბჭოს მიერ, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროექტის დახურვისა და ანგარიშგების პროცესის მხარდასაჭერად.

დასაშვებობის კრიტერიუმები:

  • უმაღლესი განათლება სტატისტიკაში, სოციალურ მეცნიერებებში, საჯარო ადმინისტრირებაში, საერთაშორისო განვითარებაში, განვითარების კვლევებში, საჯარო პოლიტიკაში, ეკონომიკაში ან სხვა შესაბამის დარგში
  • მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება შეფასების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში
  • მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის მიმართულებით
  • ქართული (მშობლიურ დონეზე) და ინგლისური (მინიმუმ CEFR-B2 დონეზე) ენების სრულყოფილად ცოდნა.

წარსადგენი დოკუმენტები:

- ხელშეკრულების შევსებული და ხელმოწერილი ასლი

- დეტალური CV, სასურველია Europass-ის ფორმატში, რომელშიც მითითებული იქნება:

  • მონაწილის მიერ დასაშვებობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნის შესახებ ინფორმაცია
  • ტენდერის თემ(ებ)ის მიმართულებით არსებული გამოცდილება; სასურველია, თან ახლდეს დანართები ან აქტიური ბმულები ისეთ დოკუმენტებზე, როგორიცაა შეფასების ანგარიშები და სხვა შესაბამისი მასალები, მომზადებული ტენდერის მონაწილის მიერ

- ყველა მფლობელისა და აღმასრულებელი ოფიცრის სია, მხოლოდ იურიდიული პირებისთვის.

სატენდერო პროცედურების შესახებ დეტალურ აღწერას და დაწვრილებით ინფორმაციას გაეცნობით თანდართულ სატენდერო დოკუმენტებში, რომლებიც ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე:

ეს მნიშვნელოვანია:

განაცხადი უარყოფილი იქნება, თუ:

- ის მიღებულია დადგენილი ვადის შემდეგ.

ხელშეკრულება არ არის ხელმოწერილი და დათარიღებული.

CV არ ასახავს ნათლად, რომ კანდიდატს აქვს მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება შეფასების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების, ასევე რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის კუთხით.

CV ნათლად არ აჩვენებს, რომ განმცხადებელს აქვს უნივერსიტეტის ხარისხი შემდეგ დარგებში: სამართალი, პოლიტიკური მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები, საჯარო ადმინისტრირება, ჟურნალისტიკა ან კომუნიკაცია.

- CV არ მიუთითებს ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილ ფლობას.

- განაცხადს აკლია ყველა მფლობელისა და აღმასრულებელი ოფიცრის სია, მხოლოდ იურიდიული პირებისთვის.

აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურით “Tender for national consultancy services for the evaluation of project-related activities”.

ტენდერთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვა უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე:  [email protected]  შემდეგი სათაურით: “Questions – Tender for national consultancy services for the evaluation of project-related activities”.

კითხვების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 24 ივლისი, 23h59 CET (სატენდერო აპლიკაციის შემოტანის ვადამდე 5 სამუშაო დღით ადრე). შემოსულ კითხვებზე კონსოლიდირებული პასუხები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 25 ივლისს.

 

თბილისი, საქართველო 14 ივლისი, 2025 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge