ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ (PGG III) ფარგლებში მიმდინარე პროექტის „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში, აცხადებს ტენდერს ადგილობრივ კონსულტანტთა ბაზის შესაქმნელად თანასწორობის ხელშეწყობის, დისკრიმინაციისა და სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ადგილობრივი საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით.
სატენდერო პროცედურებისა და შერჩევის კრიტერიუმების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს:
https://eproc.coe.int//callfortenders/11497
ტენდერთან დაკავშირებული ყველა შეკითხვა უნდა გაიგზავნოს მხოლოდ ელექტრონული შესყიდვების პლატფორმის მეშვეობით, ინგლისურ ენაზე, არაუგვიანეს 2026 წლის 15 ივნისისა. ელ-ფოსტით ან ფოსტით გამოგზავნილი შეკითხვები არ განიხილება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 22 ივნისი, 16:00 საათი (საქართველოს დროით).
განაცხადები მიიღება მხოლოდ ევროპის საბჭოს ელექტრონული შესყიდვების პლატფორმის მეშვეობით, სატენდერო დოკუმენტაციისა და ტექნიკური დავალების შესაბამისად.
დადგენილი ვადის შემდეგ მიღებული განაცხადები ავტომატურად უარყოფილი იქნება.




