„დემოკრატია იწყება სკოლაში – მოსწავლეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სკოლებსა და თემებში (ფაზა II)” პროექტის ფარგლებში, ევროპის საბჭო აცხადებს ტენდერს ადგილობრივი საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით.
ტენდერის მიზანია შექმნას ადგილობრივი კონსულტანტების ბაზა, რომელთა მომსახურებით პროექტი ისარგებლებს საჭიროებისამებრ 2027 წლის ბოლომდე. შერჩეული კონსულტანტები იმუშავებენ კომუნიკაციის, ხილვადობის, გრაფიკული დიზაინისა და მულტიმედია რესურსების მიმართულებით.
ტენდერი მოიცავს ორ ლოტს:
Lot 1: კომუნიკაციის სტრატეგია და შინაარსი
Lot 2: გრაფიკული დიზაინი და მულტიმედია რესურსების შექმნა
ტენდერში მონაწილეობის პირობები, საკვალიფიკაციო კრიტერიუმები და სხვა საჭირო ინფორმაცია მოცემულია თანდართულ სატენდერო ფაილში და ხელშეკრულების ფორმაში:
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 12 ნოემბერი, 23:59 (თბილისის დროით). ყველა განაცხადი და თანმხლები საბუთი უნდა გაიგზავნოს მხოლოდ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღებით გაეცნოთ ტენდერის წესებს. არასრული აპლიკაცია ავტომატურად გამოირიცხება ტენდერიდან.
ტენდერთან დაკავშირებული კითხვების გაგზავნა შესაძლებელია ინგლისურ ენაზე განაცხადის შეტანის ბოლო ვადამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე, შემდეგ მისამართზე: [email protected].




