ევროპის საბჭოს პროექტი "გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის მხარდაჭერა საქართველოში" აცხადებს ტენდერს ადგილობრივ საკონსულტაციო მომსახურებაზე ბრენდინგისა და კომუნიკაციების სფეროში, კერძოდ, იგულისხმება:
- კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
- ბრენდის სტრატეგიის შემუშავება, მათ შორის ინტერვიუებისა და დაინტერესებულ მხარეებთან სემინარების ჩატარების გზით; ბრენდის მიზნის, ხედვისა და მისიის, ღირებულების შეთავაზების, არქეტიპის, იდენტობის, ხმის ტონის, არქიტექტურისა და ბრენდის დევიზის უზრუნველყოფა;
- ვიზუალური იდენტობისა და ბრენდბუქის, პუბლიკაციების დიზაინისა და ბრენდის იდენტობასთან დაკავშირებული სხვა დიზაინის სერვისების შემუშავება და მიწოდება;
- კომუნიკაციის რუკის უზრუნველყოფა, მათ შორის აუდიტორიის სეგმენტაცია, კომუნიკაციის არხებისა და კონტენტის ტიპების, სასაუბრო თემებისა და პროექტების (კამპანიის კონცეფციები), ციფრული კონტენტის ხაზების შემუშავება;
- წამყვანი ინიციატივებისა და მოძრაობის შექმნის კონცეფციების შემუშავება ბრენდის მისიის გასაცოცხლებლად და თემების მობილიზებისთვის;
- კომუნიკაციის სამოქმედო გეგმის განმახორციელებელი გუნდის (გუნდების) შესაძლებლობების გაძლიერება (უნარ-ჩვევების განვითარება და ცოდნის გაღრმავება საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიების განხორციელებისთვის, ახალი აუდიტორიის მოზიდვისთვის, სოციალური ქსელებისა და ვებგვერდისთვის კონტენტის შესაქმნელად (პოსტები, სტატიები, საინფორმაციო ბიულეტენები, პოსტერები და ვიდეო მასალები));
- კონსულტაციები ტექნიკური დავალების შემუშავებაზე (მათ შორის, ბრენდინგისა და კომუნიკაციის ინსტრუმენტების ტექნიკური სპეციფიკაციები: ვებ-პლატფორმა, ბრენდბუქი, პუბლიკაციების დიზაინი);
- ადგილობრივი და გლობალური ტენდენციების/ეკოსისტემის „აუდიტორიის“, ასევე სამაგიდო კვლევის ჩატარება და ბრენდინგისა და კომუნიკაციების სფეროში შედეგების ანალიზი;
- კონსულტაციების გაწევა კონკრეტულ მედია კონტენტზე და კონცეფციური დოკუმენტების შემუშავება ბრენდინგისა და კომუნიკაციების სფეროში, პროექტის აქტივობების უკეთესი ხილვადობის მიზნით;
- რეკომენდაციების გაცემა ევროპის საბჭოს პროექტის და/ან მისი პარტნიორი ორგანიზაციების ხილვადობის ინსტრუმენტებსა და ასპექტებზე, რომლებიც ეხება ევროპის საბჭოს პროექტს და/ან მის პარტნიორ ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ მედიის სფეროში.
დასაშვებობის კრიტერიუმები:
- განათლება: უმაღლესი განათლება კომუნიკაციების, ხელოვნების, დიზაინის, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჟურნალისტიკის, ბიზნეს ადმინისტრირების, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ან სხვა შესაბამის დარგში.
- სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება საქართველოში ბრენდინგის ან კომუნიკაციების სფეროში.
წარსადგენი დოკუმენტები:
- ხელშეკრულების შევსებული და ხელმოწერილი ასლი
- დეტალური CV, რომელშიც მითითებული იქნება:
- მონაწილის მიერ დასაშვებობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება
- „ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში“ მითითებულ ერთ ან რამდენიმე თემასთან დაკავშირებული სამუშაო გამოცდილების შესახებ სიღრმისეული ინფორმაცია
- ინგლისური ენის ცოდნის შესახებ ინფორმაცია
- მედიასა და ჟურნალისტიკასთან დაკავშირებულ ასპექტებზე სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია.
- არასავალდებულოა: სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ნიმუში (მაქსიმუმ 3) ქართულ ან ინგლისურ ენაზე, როგორიცაა კომუნიკაციის/ბრენდის სტრატეგია ან სამოქმედო გეგმა ან ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს რეზიუმეში მოცემულ ინფორმაციას.
- ყველა მფლობელისა და აღმასრულებელი ოფიცრის სია, მხოლოდ იურიდიული პირებისთვის.
სატენდერო პროცედურების შესახებ დეტალურ აღწერას და დაწვრილებით ინფორმაციას გაეცნობით თანდართულ სატენდერო დოკუმენტებში, რომლებიც ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე:
- ტენდერის შესახებ ინფორმაცია და ხელშეკრულება.
- როგორ მიიღოთ მონაწილეობა ტენდერში?
- კითხვები და პასუხები
- განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 თებერვალი, 23:59 სთ (CET).
ეს მნიშვნელოვანია:
განაცხადი უარყოფილი იქნება, თუ:
- ის მიღებულია დადგენილი ვადის შემდეგ.
- ხელშეკრულება არ არის ხელმოწერილი და დათარიღებული.
- CV არ ასახავს ნათლად, რომ კანდიდატს აქვს მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება საქართველოში, ბრენდინგისა და კომუნიკაციის სფეროში.
- CV ნათლად არ აჩვენებს, რომ განმცხადებელს აქვს უნივერსიტეტის ხარისხი შემდეგ დარგებში: კომუნიკაციები, ხელოვნება, დიზაინი, მარკეტინგი, საზოგადოებასთან ურთიერთობები, ჟურნალისტიკა, ბიზნეს ადმინისტრირება ან საერთაშორისო ურთიერთობები.
- განაცხადს აკლია ყველა მფლობელისა და აღმასრულებელი ოფიცრის სია, მხოლოდ იურიდიული პირებისთვის.
აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურით “Tender - National Consultancy services in the field of Branding and Communications.”
ტენდერთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვა უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: [email protected] შემდეგი სათაურით: “Questions – National Consultancy services in the field of Branding and Communications.”
კითხვების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 13 თებერვალი, 23h59 CET (სატენდერო აპლიკაციის შემოტანის ვადამდე 5 სამუშაო დღით ადრე). შემოსულ კითხვებზე კონსოლიდირებული პასუხები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 17 თებერვალს.




