Back ტენდერი - ადგილობრივი საკონსულტაციო მომსახურება

ტენდერი - ადგილობრივი საკონსულტაციო მომსახურება

ევროპის საბჭოს პროექტი გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, მართლმსაჯულების გაძლიერება და ქალთა მხარდაჭერა საქართველოში“ აცხადებს ტენდერს, რომლის მიზანია ადგილობრივ კონსულტანტთა ბაზის შექმნა, ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასთან ბრძოლის მიმართულებით აქტივობების განხორციელების მიზნით.

დავალების, შესარჩევი კრიტერიუმებისა და სატენდერო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ შესაბამის დოკუმენტებს:

ტენდერის პროცედურასთან დაკავშირებული შეკითხვები მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: [email protected] 2026 წლის 5 მარტის ჩათვლით.

განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა 2026 წლის 10 მარტი, 23:59 საათი (საქართველოს დროით). ვადის გასვლის შემდეგ მიღებული ნებისმიერი განაცხადი ავტომატურად უარყოფილი იქნება.

ყველა განაცხადი უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: [email protected]

სათაურის ველში მიუთითეთ:
„ტენდერი - ადგილობრივი კონსულტანტები“

განაცხადები უნდა შეიცავდეს ყველა დოკუმენტს, რომელიც ჩამოთვლილია ტენდერის ფაილსა და ხელშეკრულებაში.

განაცხადები უნდა გაიგზავნოს მხოლოდ ზემოთ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე. თუ განაცხადები გაიგზავნება ნებისმიერ სხვა ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან გაიგზავნება მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, ასეთი განაცხადები ავტომატურად უარყოფილი იქნება.

თბილისი, საქართველო 18 თებერვალი, 2026 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge