Back განაცხადების მიღება დაწყებულია

ეთიკურად შექმნილი ტექნოლოგია: გენდერული თანასწორობის ინტეგრირება ციფრულ ინოვაციაში
განაცხადების მიღება დაწყებულია

ეთიკურად შექმნილი ტექნოლოგია: გენდერული თანასწორობის ინტეგრირება ციფრულ ინოვაციაში
21–22 ნოემბერი, 2025 | თბილისს გარეთ, საქართველო

თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები სულ უფრო მეტად განსაზღვრავს, როგორ ურთიერთობენ ადამიანები, როგორ მუშაობენ და როგორ ახორციელებენ თავიანთ უფლებებს. შესაბამისად, იმ ადამიანების ეთიკური ცნობიერება, ვინც ქმნის და მართავს ამ ინსტრუმენტებს, დღევანდელ რეალობაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ალგორითმული მიკერძოებიდან ონლაინ შევიწროებამდე და სურათებზე დაფუძნებულ ბოროტად გამოყენებამდე - ქალთა და გოგონათა წინააღმდეგ ტექნოლოგიებით განხორციელებული ძალადობა (TFVAWG) სერიოზულ საფრთხეს უქმნის თანასწორობას, ღირსებასა და დემოკრატიას.

ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, ევროპის საბჭოს პროექტი ორგანიზებას უწევს ორდღიან სასწავლო სემინარს ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სექტორში მომუშავე პროფესიონალებისთვის.

ტრენინგის მიზანია ხელი შეუწყოს ეთიკური და გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების დანერგვას ტექნოლოგიების დიზაინის, განვითარებისა და დანერგვის ყველა ეტაპზე.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეავსონ ონლაინ განაცხადის ფორმა [რეგისტრაციის ბმული] 2025 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით (23:59 თბილისის დროით).

ტრენინგში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის გენდერული თანასწორობის განმტკიცება და GREVIO-რეკომენდაციების იმპლემენტაცია საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად“  ფარგლებში. პროექტი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია.

თბილისი, საქართველო 7 ნოემბერი, 2025 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge